მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქუთაისის აეროპორტში პანდემიამდე არსებული ავირეისების რაოდენობა თითქმის აღდგენილია“

60c0d7a7b97c7
ვიქტორია მღებრიშვილი
09.06.21 19:43
504
ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა დღეს ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, ბოლო წლებში მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკისა და განსაკუთრებით ტურისტული ნაკადების ზრდის შედეგად, 2018-2019 წლებში ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდ აეროპორტად იყო მიჩნეული, რამაც დღის წესრიგში მისი სწრაფად განახლების განხორციელება დააყენა.

„პანდემიის მიუხედავად, ეს პროექტი ერთი დღითაც არ შეფერხებულა“, - განაცხადა მინისტრმა.

მისი ინფორმაციით, იმ ავიაკომპანიების რაოდენობა, რომლებიც პანდემიამდე ოპერირებდნენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, თითქმის აღდგენილია.

„პანდემიამდე ქუთაისის აეროპორტში ოთხი ავიაკომპანია 33 მიმართულებით დაფრინავდა, ხოლო წელს, მაისის მდგომარეობით, უკვე სამი ავიაკომპანია დაფრინავს 25 მიმართულებით და ეს პროცესი ბაზრის გახსნისა და პანდემიის დაძლევის კვალობაზე გრძელდება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი დღეს ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებაში საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ასევე საქართველოს მთავრობის, ადგილობრივი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა მიწვეულები სტუმრები ესწრებოდნენ.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში შიდა ინტერიერის მოწყობა დასრულდა და ძველი და ახალი ტერმინალები გაერთიანდა, რის შედეგადაც ქუთაისის აეროპორტს ერთიანი ტერმინალი აქვს, მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც მისი შეუფერხებელი ოპერირებისთვის არის საჭირო. განახლებულ ტერმინალში ე.წ. „მწვანე გადახურვა“ და გამწვანებული ტერასა მოეწყო. აეროპორტს აქვს 7 გასასვლელი და საათში 1 200-ზე მეტი მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს, რაც აეროპორტის არსებულ გამტარუნარიანობასთან შედარებით ოთხჯერ მეტია. განხორციელებული სამუშაოების შედეგად განახლებული აეროპორტის მგზავრთა გამტარუნარიანობა წელიწადში ორნახევარ მილიონამდე გაიზრდება.