მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისის აეროპორტთან 2 მლნ-ის ინვესტიციით ახალი სატრანსპორტო პროფილაქტიკური ცენტრი გაიხსნა

5f48a8aa0e4c6
შოთა ტყეშელაშვილი
28.08.20 10:41
6529
კომპანია "ჯიბი ჰოლდინგმა" დღეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ, ახალი სატრანსპორტო პროფილაქტიკური ცენტრი გახსნა. კომპანიის ინფორმაციით, პროექტში 2 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა და ცენტრში 30 ადამიანი დასაქმდა. 

„ჯიბი ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, ცენტრი შეძლებს, მოემსახუროს ყველა ტიპის სატრანსპორტო საშუალებას - მიკროავტობუსებს, ავტობუსებს, სპეცტექნიკას, სატვირთო ავტომობილებს.

„ქუთაისის აეროპორტის სიახლოვეს ცენტრის გახსნა შემთხვევითი ნამდვილად არ ყოფილა. ჩვენი ჰოლდინგი ასევე აერთიანებს მგზავრთა გადაყვანის კომპანიას „ჯორჯიან ბასი“, რომელიც 7 წელია, რაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან თანამშრომლობს. როდესაც მთელი მსოფლიო დაუბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას და ქუთაისის აეროპორტიც განაგრძობს თავის ჩვეულ რეჟიმში მუშაობას და ჩვენც მგზავრებს მოვემსახურებით, „ჯორჯიან ბასის“ ყველა ავტობუსი ამ სერვის ცენტრში გაივლის შემოწმებას. უსაფრთხოება, როგორც იყო აქამდე, მომავალშიც დარჩება ჩვენი საქმიანობის პრიორიტეტად,“ - განაცხადა შალვა ხუციშვილმა. 

ცენტრის გახსნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი დაესწრო, რომლის განცხადებითაც მსგავსი პროექტები რეგიონში ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის არის მნიშვნელოვანი.