მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დროებით მუშაობას წყვეტს - განცხადება

64ac60d82641d
ალა ისპირიანი
10.07.23 23:46
3282
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დროებით მუშაობას წყვეტს. 

როგორც ქუთაისის აეროპორტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, წინასწარი ინფორმაციით შეწყვეტა 11 ივლისის 07.00 სთ-მდე გაგრძელდება. 

"აეროპორტის მუშაობის შეფერხების მიზეზი დასავლეთ საქართველოში უამინდობა, ძლიერი წვიმაა. უხვი ნალექის გამო შეფერხდა აეროპორტის სამგზავრო ტერმინალის მუშაობა.

ამ ეტაპზე მიღებულია უსაფრთხოების ყველანაირი ზომები, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილი ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტშია გადამისამართებული. ამასთან, გამოცხადებულია ე.წ. ნოტამი, რაც გულისხმობს საერთაშორისო საავიაციო არხების საშუალებით შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებას.

აეროპორტის ტერიტორიაზე აქტიურად მუშაობს ექსპერტთა ჯგუფი - ადგილზე სწავლობს არსებულ ვითარებას. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება სრულადაა პროცესში ჩართული და ოპერატიულად მოახდენს მოსახლეობის ინფორმირებას", - წერია განცხადებაში. 

შეგახსენებთ: რამდენიმე წუთის წინ ძლიერი წვიმის შედეგად ქუთაისის აეროპორტი დაიტბორა - დაზიანდა ჭერის ნაწილიც. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები