მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეოთხე ბაზირებული ხომალდით ქუთაისის აეროპორტი Wizz Air-ის მცირე ბაზიდან საშუალო ბაზად გადაიქცა - ქარქაშაძე

ქუთაისის აეროპორტი
17.12.23 13:20
1420

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ბაზაზე უნგრულმა ავიაკომპანია Wizz Air-მა საჰაერო ხომალდების რაოდენობა ოთხამდე გაზარდა და ქუთაისი-კოპენჰაგენი-ქუთაისის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენების შესრულება დაიწყო.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, მეოთხე ბაზირებული თვითმფრინავის დამატებით ქუთაისის აეროპორტი Wizz Air-სთვის მცირედან, საშუალო ზომის ბაზად იქცა.

"მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო ევროკავშირის სტატუსის მოპოვება. სიმბოლურია, რომ დღეს, 27-ე მიმართულებით დაიწყო ფრენები ქუთაისიდან ევროკავშირის მიმართულებით. კოპენჰაგენი არის კიდევ ახალი შესაძლებლობა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის, რომ მგზავრებმა უფრო კომფორტულად, მოქნილად და შეღავათიან ფასებში იმგზავრონ ევროპის მიმართულებით. მეოთხე ბაზირებულმა ხომალდმა საშუალება მოგვცა ქუთაისის აეროპორტი Wizz Air-ის მცირე ბაზიდან საშუალო ზომის ბაზად გადაქცეულიყო. რაც შემდგომი სტაბილური განვითარებისა და ზრდის წინაპირობაა", - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები