საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2019 წლიდან დღემდე ქალაქ ქუთაისში 57 ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია დაასრულა. ამასთან, ქალაქის ორი ცენტრალური ქუჩის - აღმაშენებლისა (3 კმ) და წერეთლის ქუჩების (2.8. კმ), სრული რეაბილიტაცია 2020 წლის სექტემბერში დაიწყო და 2021 წლის სექტემბერში დასრულდება.
"სამუშაოების დასრულების რამდენიმე თვიანი გადავადება სრულიად ამორტიზირებული სანიაღვრე ქსელის ნაცვლად ახალი სანიაღვრე სისტემის მშენებლობის პროცესში გამოვლენილმა მიწისქვეშა კომუნიკაციების საფუძვლიანი აღდგენისა და გამოცვლის აუცილებლობამ განაპირობა. საჭირო გახდა დამატებითი სამუშაოების დაგეგმვა და ჩატარება. ამასთან, აღმაშენებლის ქუჩაზე სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების გამო, საავტომობილო გზების დეპარტამენტს მოუწია კონტრაქტორ კომპანიასთან სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტა და ახალი კონტრაქტორის გამოვლენა, რასაც ობიექტურად მეტი დრო დასჭირდა.
ქუთაისის ქუჩების რეაბილიტაციის ფარგლებში, რეაბილიტირებულ ქუჩებზე აღდგა ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდა ხელოვნური ნაგებობები, სანიაღვრე და წყალარინების ქსელი, ტროტუარები და მოეწყო საგზაო ნიშნები.
სარეაბილიტაციო ქუჩების ჯამურმა ღირებულებამ 39 მილიონ ლარზე მეტი, ხოლო საერთო სიგრძემ 34 კმ-ზე მეტი შეადგინა.
გარდა ამისა, 2019-2020 წლებში დასრულდა ქუთაისის 2 ცენტრალური - ახალგაზრდობისა და ჭავჭავაძის, გამზირის საგზაო ინფრასტრუქტურის პერიოდული შეკეთების სამუშაოები.
ქუთაისის ქუჩების რეაბილიტაციის პარალელურად, საავტომობილო გზების დეპარტამენტი აქტიურად აგრძელებს ქალაქ ზუგდიდისა და ფოთის ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოებსაც. ქალაქ ზუგდიდიში 67 ქუჩიდან უკვე დასრულდა 47 ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. ქალაქ ფოთში სამუშაოები დასრულდა 4 ქუჩაზე, 5 ქუჩის რეაბილიტაცია კი ახლა იწყება.
ქალაქების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სრულად წესრიგდება ქალაქების საგზაო ინფრასტრუქტურა, ახლდება საინიაღვრე სისტემები, ეწყობა ეზოში შესასვლელები და ტროტუარები, რაც ქალაქებში უსაფრთხო, კომფორტულ გადაადგილებას და მგზავრობის დროის შემცირებას უზრუნველყოფს,"- ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ