ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის გზის 47-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას, ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
"ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 47-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
შეგახსენებთ, რომ ქვისცვენის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალული იყო ყველა სახის ავტოყრანსპორტის გადაადგილება", - წერია განცხადებაში.