მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისში ოლიმპიური საცურაო აუზის მშენებლობა დაიწყო - ბიუჯეტი 8.3 მლნ ლარია

60929cd9e7f18
BM.GE
05.05.21 19:52
745
ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტის აუზის მშენებლობა დაიწყო. პროექტი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 8.3 მილიონი ლარია. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

„რეალურად ეს არის ის აუცილებელი ინფრასტრუქტურა, რომელიც მოემსახურება როგორც პროფესიონალებს, ისე მომავალ თაობას. ქუთაისს შესანიშნავი ტრადიციები აქვს საწყლოსნო სახეობებში და ეს ოლიმპიური აუზი ახალი სტიმული იქნება კიდევ უფრო განვითარდეს ეს მიმართულება. მნიშვნელოვანია, რომ აუზი სრულად პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს, როგორც თავისი ზომების, ასევე აუცილებელი ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. ეს პროექტი და სხვა სპორტკომპლექსების მშენობლობა, ეს არის ის მნიშვნელოვანი შენატანი, რასაც მთავრობა აკეთებს არა მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისათვის, არამედ იმ სპორტული მიღწევების კიდევ უფრო გაუმჯობესებისთვის, რაც აქამდეც იყო და კიდევ უფრო მეტი იქნება,“ - აღნიშნა აუზის მშენებლობის დათვალიერებისას მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.

პროექტის მიხედვით, ოლიმპიური სტანდარტის აუზი, რომლის მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება, 50 მ სიგრძისა და 25 მ სიგანის იქნება. სპორტკომპლექსში, ასევე, შესაძლებელი იქნება სპორტსმენთა ფიზიკური მდგომარეობის აღდგენისა და ტრავმების სარეაბილიტაციო სპეციალური მომსახურებით სარგებლობა.

ქუთაისის გარდა, სპორტკომპლექსების მშენებლობა დაიწყო კიდევ სამ ქალაქში - ახალციხეში, რუსთავსა და ზუგდიდში.