მარკეტები და ქსელური სუპერმარკეტები სურსათის ვარგისიანი ნარჩენების ბენეფიციარებისთვის განაწილების შემთხვევაში დღგ-ს და მოგების გადასახადებისგან გათავისუფლდებიან, - ამის შესახებ აღნიშნულია კანონპროექტში „სურსათის დანაკარგების და სურსათის ნარჩენების შემცირებისა და სურსათის შეწირულობის შესახებ“, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული.
„ეს გადაწყვეტილება მიღებულია გამომდინარე იქიდან, რომ მთელ მსოფლიოში ძალიან აქტუალურად დგას საკითხი სურსათის ნარჩენების შემცირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. საქართველო არ არის გამონაკლისი და ძალიან დიდი რაოდენობის სურსათი მიდიოდა ნაგავსაყრელზე. თუ გავითვალისწინებთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა, ეს ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა. შემუშავებულია კანონპროექტი, რომელიც ერთი მხრივ, შეამცირებს ნარჩენებს და მეორე მხრივ, გააჩენს შესაძლებლობას, რომ ნარჩენი სურსათი მიეწოდოს ბენეფიციარებს. მარკეტებს და ქსელებს, რომლებიც ვადიანი პროდუქტის განაწილებას განახორციელებენ ბენეფიციარებისთვის, საგადასახადო შეღავათი ექნებათ, დღგ-ს ჩათვლის უფლებით და გათავისუფლდებიან მოგების გადასახადისგან. საუბარია არამალფუჭებად პროდუქციაზე: შაქარი, ყავა, ბურღულეული და ა.შ.“., - განაცხადა კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, დეპუტატმა ხატია წილოსანმა.
მისი ინფორმაციით, პროდუქციით ისარგებლებს ყველა, ვისაც ამის საჭიროება აქვს, ხოლო მარკეტებს რაც შეეხება, პროექტში ჩართვა შეუძლია ნებისმიერს, სურვილის შემთხვევაში.
„გვქონდა კონსულტაცია რესტორატორებთან და ჰორეკა სექტორთან, მათი მხრიდანაც ინტერესი დიდია, რადგან უგროვდებათ ბევრი პროდუქცია და უსასყიდლოდ განაწილება მათთვისაც საინტერესო იქნება“, - აცხადებს წილოსანი.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ შეიქმნება სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაცია.
„შეწირულების გაცემა და მისი შემდგომი გადანაწილება საბოლოო ბენეფიციარზე შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ დადგენილი წესით ავტორიზაციის შემდგომ.
ამასთან, სურსათის საქველმოქმედო საქმიანობის ავტორიზაციას ახორციელებს და შესაბამის მონაცემთა ბაზას აწარმოებს სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტო;
სურსათის საქველმოქმედო საქმიანობის ავტორიზაციის წესი კი, დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით;
სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაცია/სურსათის ბანკის საქმიანობის პრინციპებს და ასეთად აღიარებული ორგანიზაციის ვალდებულებებს“, - წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
ცვლილებები სრულად 2025 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება.
კანონპროექტის ავტორები არიან დეპუტატები ხატია წილოსანი, ნინო წილოსანი, გიორგი ცაგარეიშვილი, გოგი მეშველიანი, რამინა ბერაძე, ბექა დავითულიანი, ნინო იობაშვილი, მაია მენაღარიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ელგუჯა გოცირიძე, გელა სამხარაული.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი