08.აგვისტო .2022 09:55

„ქვეყანას მოსახლეობის ღრმა ნეგატიური ბალანსი აქვს“ - წარმატებულია თუ არა საქართველო?

„ქვეყანას მოსახლეობის ღრმა ნეგატიური ბალანსი აქვს“ - წარმატებულია თუ არა საქართველო?
views 874
უკან

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის შეფასების, ქვეყნის წარმატება იქიდან გამომდინარეობს გაედინება თუ არა მოსახლეობა. წარმატებული ქვეყნის თავისი ხედვა გიორგი ქადაგიძემ გადაცემა „ბარში“ წარმატების საკითხზე საუბრისას წარმოადგინა.

ის თვლის, რომ ყველა ქვეყანა წარმატებული ადამიანების მაგალითებით შენდება და თუ ქვეყანა წარმატებულია, მაშინ მასში წარმატებული ადამიანები ცხოვრობენ და პირიქით - თუ ქვეყანა არ შეიძლება წარუმატებელი იყოს, თუ მასში წარმატებული ადამიანები არიან.

„სულ ორი ტიპის ქვეყანა არსებობს - სადაც მიდიან შესაძლებლობების საძიებლად და ქვეყნები, საიდანაც გარბიან შესაძლებლობების არქონის გამო. არიან ქვეყნები, რომლებსაც მოსახლეობის ნეგატიური ბალანსი აქვთ და რომლებსაც პოზიტიური ბალანსი აქვთ. ჩვენ სამწუხაროდ, იმ ქვეყნებში ვართ, რომელსაც ღრმა ნეგატიური ბალანსი აქვს. საბოლოო ჯამში, ნებისმიერი წარმატება ეს თავისუფალი წარმატებული ადამიანია და თუ ქვეყნიდან განათლებული ადამიანები გარბიან, ცხადია, კომპონენტი რომელზეც წარმატება უნდა აშენდეს აღარ არსებობს და შემდეგ ეს ყველა სხვა ფაქტორებში აისახება. ეს არის უპერსპექტივობა, რაც აიძულებს წარმატებულ ადამიანებს დატოვონ ქვეყანა“, - განმარტავს ქადაგიძე.

ის მიიჩნევს, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში წარუმატებელ ქვეყნას წარმოადგენს.

„სამწუხაროდ, საქართველო ყველა პარამეტრის მიხედვით წარუმატებელი ქვეყანაა, იქნება ეს განათლება, ჯანდაცვა, უსაფრთხოება, თვითრეალიზაციის შესაძლებლობა და ა.შ. სამწუხაროა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ქვეყნებს შორის საქართველო არც ერთი პოზიციით არ დაწინაურებულა. საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც ჩვენ რაიმე პარამეტრით ზრდაში გადავუსწარით. ჩვენ ვართ ცენტრალური აზიის რესპუბლიკებზე ოდნავ წინ, დანარჩენი ყველა ქვეყანა ახლაც გვისწრებს“, - ამბობს გიორგი ქადაგიძე.