მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყანაში წამლებზე დეფიციტი არ შეიქმნება - ჯანდაცვის მინისტრი

5e787be7008c2
ინგა მურუსიძე
23.03.20 13:17
591

ქვეყანაში მედიკამენტების საკმარისი მარაგია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მინისტრი გამოეხმაურა მომხმარებლების მხრიდან კორონავირუსის სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტების შესყიდვის ფაქტს.

„უკვე კვირაზე მეტია საქართველოს მთავრობამ აკრძალა საქართველოდან სამედიცინო ნივთების და მედიკამენტების გატანა. ამ ეტაპისთვის ქვეყანაში არის საკმარისი მარაგი მედიკამენტების. ჩვენ ვმუშაობთ და ვაკონტროლებთ მარაგებს მუდმივად. ასევე, ვმუშაობთ წალმების მწარმოებლებთან და კერძო შემომტანებთან. ყველაფერზე დაყრდნობით ვირწმუნებით, რომ ქვეყანაში წამლებზე დეფიციტი არ შეიქმნება“, - განაცხადა ტიკარაძემ.