მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტს ხარჯავენ პროფესიული განვითარებისთვის

60b4ea977cc3d
ნათია თაქთაქიშვილი
31.05.21 23:00
615
ანალიტიკურმა პლატფორმა Statista-მ იმ ქვეყნების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომელთა მოქალაქეებიც პროფესიული განვითარებისთვის თანხებს არ იშურებენ.

ორგანიზაცია Statista Global Consumer Survey-მ კვლევა მსოფლიო მასშტაბით ჩაატარა და 15,661 რესპოდენტი გამოიკითხა. კვლევამ აჩვენა, რომ ჩინეთის მოსახლეობა ყველაზე მეტ ფულს პროფესიულ განვითარებაზე ხარჯავს.

ამასთან, გამოკითხულთა 18% უპირატესობას ონლაინ ფასიან კურსებს ანიჭებს. 12% აცხადებს, რომ მათ ინდივიდუალური კურსის გავლა ურჩევნიათ, ხოლო 7% მზად არის პირადი რეპეტიტორი აიყვანოს.

აღსანიშნავია, რომ პროფესიულ განვითარებაზე მაინცდამაინც დიდ თანხებს არ ხარჯავენ აშშ-ში. ამერიკის მოსახლეობის მხოლოდ 7%-ია დაინტერესდა ონლაინ ფასიანი კურსებით ბოლო 12 თვის განმავლობაში, 5%-ს ინდივიდუალური კურსის გავლა ურჩევნია, ხოლო 3%-ს აქვს სურვილი ჰყავდეს პირადი რეპეტიტორი.

ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტს ხარჯავენ პროფესიული განვითარებისთვის:

1. ჩინეთი
2. ესპანეთი
3. რუსეთი
4. შვეიცარია
5. გერმანია
6. დიდი ბრიტანეთი
7. შვედეთი
8. აშშ
9. საფრანგეთი.