მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უმსხვილესმა ჩინურმა ბანკებმა რუსი კლიენტების მომსახურება შეწყვიტეს

ჩინეთი რუსეთი

ჩინური სახელმწიფო ბანკები რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს დაფინანსებას და ფინანსური სერვისების გაწევას უზღუდავენ. 4 უმსხვილესი კომპანიიდან სამმა შეზღუდვები უკვე აამოქმედა, მათ შორისაა: Industrial Bank of China, China Construction Bank და Bank of China.

რეგულაციის გამკაცრება პირდაპირ კავშირშია ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასთან, რომელიც ჩინეთს ფინანსური სანქციების დაწესებით ემუქრება, თუკი ჩინური ბანკები რუსი მილიარდერების და კრემლთან დაკავშირებული კომპანიების დახმარებას არ შეწყვეტენ.

მართალია, ოფიციალურ პეკინს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა დამოუკიდებელი წყაროები ახალი შეზღუდვების ამოქმედებას ადასტურებენ.

ზოგადად, ჩინეთის საბანკო-საფინანსო სექტორს რუსეთისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს, რადგან დასავლეთის ბაზრიდან მოკვეთის შემდეგ, მოსკოვს დაფინანსების მიღების ერთადერთ რეალურ წყაროდ სწორედ ჩინეთი დარჩა.

როგორც Bloomberg-ის წყაროები ამტკიცებენ, შეზღუდვა აწ უკვე არსებულ კლიენტებზეც გავრცელდება, ანუ რუსეთის მოქალაქეებს ჩინურ ბანკებში ანგარიშების დახურვა მოუწევთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები