მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა არის არასაფრენი ზონა, რომლის შემოღებასაც უკრაინა ითხოვს, NATO კი უარზეა

622465b9591dd
სალომე მეცხვარიშვილი
06.03.22 11:35
1472
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ კიდევ ერთხელ მოუწოდა დასავლეთს, უკრაინა არასაფრენ ზონად გამოაცხადონ. მიუხედავად ზელენსკის დაჟინებული თხოვნისა, ჩრდილო–ატლანტიკური ალიანსი – NATO– ამის წინააღმდეგია.

რატომ?

არასაფრენი ზონა არის საჰაერო სივრცე, სადაც აკრძალულია ფრენა - ამ სტატუსს ძირითადად იყენებენ თავდასხმების თავიდან ასაცილებლად – მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარებების მისაწოდებლად და ა.შ. არასაფრენი ზონის სტატუსი საომარ მდგომარეობაში გულისხმობს, რომ ნებისმიერი თვითმფრინავი, ვერტმფრენი, რომელიც შეიჭრება სპეციალურ ზონაში, უნდა გაუნებელყონ.

ამ შემთხვევაში უკრაინის არასაფრენ ზონად გამოცხადება ნიშნავს, რომ სამხედრო დანაყოფებმა – განსაკუთრებით NATO–ს ძალებმა, უნდა იმოქმედონ რუსული თვითმფრინავების, რაკეტების წინააღმდეგ და ესროლონ მას, თუ ამის საჭიროება იარსებებს.  NATO კი დარწმუნებულია, რომ რუსეთი ამ ნაბიჯს გადადგამს.

BBC წერს, რომ ეს ქმედება დასავლეთის ქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში ჩართავს, რასაც ისინი თავს არიდებენ, რადგან ფიქრობენ, რომ ეს სიტუაციას გაამწვავებს და ევროპაში სრულმასშტაბიან ომს გამოიწვევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები