მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უკრაინამ პირველი F-16-ები მიიღო" - ზელენსკი

ზელენსკი

"უკრაინამ პირველი ამერიკული F-16-ები მიიღო", - ამის შესახებ BBC-ის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"F-16 უკრაინაშია. ჩვენ ეს შევძელით", - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ, თუმცა არ დააკონკრეტა, რამდენი ასეთი თვითმფრინავი მიიღო ქვეყანამ. მან მადლობა გადაუხადა დანიას, ნიდერლანდებს და აშშ-ს F-16-ების მიღებაში დახმარებისთვის, რასაც უკრაინა 18 თვის განმავლობაში ელოდა. აღსანიშნავია, რომ NATO-ს ქვეყნებისგან, მათ შორის ბელგიისა და ნორვეგიისგან უკრაინამ დაახლოებით 65 F-16-ის მიღების პირობა მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ადრე კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ დასავლური წარმოების F-16-ს უკრაინის თავზე "ჩამოაგდებენ".

როგორც BBC წერს, მათი მიღება უკრაინისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის არსებითად აძლიერებს ქვეყნის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს, რომელიც ძირითადად საბჭოთა დროის სამხედრო თვითმფრინავებზე დგას. F-16 კი იგივე "მებრძოლი შევარდენი" (Fighting Falcon) მსუბუქი მოიერიშე თვითმფრინავია, რომელიც 1970-იან წლებში შეიქმნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები