მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის საჭირო საექსპორტო ბაზარზე ქართული პროდუქტის პოპულარიზებისთვის? – GNP Grupe

63e4af3c36651
ვიქტორია მღებრიშვილი
10.02.23 22:17
897
ქართული წარმოების პროდუქტების ექსპორტიორი კომპანია GNP Grupe-ში, საექსპორტო ქვეყნებთან ქართული პროდუქტების პოპულარობის ამაღლების საჭიროებაზე საუბრობენ. კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ოდიშვილი BM.GE-სთან ამბობს, რომ ამ პროცესში სახელმწიფომ და კერძო სექტორმა თავისი წვლილი უნდა შეიტანონ, რადგან უნდა გაძლიერდეს ადგილობრივი წარმოება და შემცირდეს იმპორტირებულ ნედლეულზე დამოკიდებულება. 

„საჭიროა შიდა წარმოების გაზრდა და უფრო მეტი ახალი მწარმოებლის გამოჩენა ბაზარზე, რაც გაზრდის კონკურენციას და ეს ავტომატურად აისახება ხარისხსა და ფასზე. ასევე საჭიროა ქვეყანაში იწარმოებოდეს პროდუქციის შესაფუთი მასალები, რაც პროდუქტს საბოლოო სახის მიყვანამდე ჭირდება - ეს იქნება საკვები პროდუქტები, სასმელი თუ ალკოჰოლი. მწარმოებლებს სხვა ქვეყნიდან ნედლეულის შემოტანა არ უნდა სჭირდებოდეს, ეს ყველაფერი პროდუქტს დამატებით აძვირებს“, - ამბობს გიორგი ოდიშვილმა.

მისივე მოსაზრებით, საერთაშორისო ბაზარზე საქართველოში წარმოებული პროდუქტის პოპულარიზებისთვის სახელმწიფოს ჩართულობა, როგორ ქვეყნის ცნობადობას, ასევე აქ წარმოებულ პროდუქტზე მოთხოვნას ზრდის.

„საერთაშორისო ბაზარზე ქართული პროდუქტის ხელშეწყობისთვის სახელმწიფოს ჩართულობა ძალიან საჭიროა, რადგან ამა თუ იმ ქვეყანაში პროდუქტის პოპულარიზაცია ავტომატურად ზრდის ინტერესს როგორც ქვეყნის, ასევე ნაწარმოები პროდუქტის მიმართ, რაც ამ ქვეყანასთან და კულტურასთან არის დაკავშირებული. პროდუქტის პოპულარიზაცია მხოლოდ ბიზნესს ძალიან გაუჭირდება. მაგალითი ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანიდანაც შეგვიძლია ავიღოთ, რომლებმაც უმოკლეს დროში სახელმწიფოს დახმარებით რიგ ქვეყნებში თავიანთი პროდუქციის ცნობადობის გაზრდა შეძლეს. ამგვარად გარკვეული პროდუქტებთან მიმართებით, მათ კონკურენციას ვერ ვუწევთ, იგივე შემიძლია სომხეთზე ვთქვა. იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ზურგს გვიმაგრებს გამარტივებული სავაჭრო ურთიერთობა, რომელიც ევროკავშირთან დამატებითი გადასახადებიდან გვათავისუფლებს და იმათ არა.

ჩვენი სეგმენტიდან გამომდინარე შემიძლია აზერბაიჯანის მოგიყვანოთ, მაგალითი რადგან ვიცით, რომ უშუალოდ სახელმწიფოს თანადგომით და მხარდაჭერით ბევრ პროექტს ახორციელებენ და შექმნილი აქვთ ჯგუფი, რომელიც საელჩოზეა მიმაგრებული და მუშაობს, რომ ალკოჰოლსა და საკვები პროდუქტების ცნობადობა გაზარდოს, რაც ბიზნესს მსოფლიო ბრენდების დახლებზე თავისი პროდუქტის შეტანაში უწყობს ხელს“, - განმარტავს გიორგი ოდიშვილი.

GNP Grupe ლიეტვური კომპანიის შვილობილია, რომელი საქართველოში 2017 წლიდან ოპერირებს და ქართველ მეწარმეებთან თანამშრომლობით ადგილობრივი წარმოების წყალი, წვენები, მურაბები, სოუსები, სანელებლები, კომპოტები, ჩიფსები, აჯიკა, მინერალური/საგაზაფხულო წყალი, ეროვნული ტკბილი ჩურჩხელა, ჩირი, ყინვაგამძლე ხილი, მწნილები, სალათები, ჩაი, ლიმონათი, გაყინული ნახევრად მზა პროდუქტები და ღვინო ექსპორტზე ევროკავშირის შვიდ ქვეყანაში გააქვს - ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, ნორვეგია, პოლონეთი, გერმანია და ჩეხეთში გააქვს. დღეისთვის კომპანია ცხრა წარმოებასთან თანამშრომლობს. კომპანიის დამფუძნებლების თქმით, ქართული წარმოების პროდუქტს ყველაზე მეტად ლიეტუვაში, ლატვიასა და პოლონეთში იცნობენ.