20.ოქტომბერი .2021 09:00

რა დაუჯდა ბიუჯეტს ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის სუბსიდირება წელს?

რა დაუჯდა ბიუჯეტს ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის სუბსიდირება წელს?
views 598
უკან

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში, ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირებაზე სახელმწიფომ 41.9 მილიონი ლარი დახარჯა. ამის შესახებ BMG-ს ინფორმაცია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიიდან მიაწოდეს.

კერძოდ, დედაქალაქში საყოფაცხოვრებო მომხმარებლის დენის გადასახადის სუბსიდიამ 13 მლნ ლარი შეადგინა, მეწარმე სუბიექტების კი – 2.7 მლნ ლარი.

რაც შეეხება რეგიონებს, აქ საყოფაცხოვრებო სექტორს ელექტროენერგიის ხარჯის დასაფარად სახელმწიფო 22.4 მლნ ლარით დაეხმარა, მეწარმეებს – 3.8 მლნ ლარით.

საერთო ჯამში, 2021 წლის რვა თვეში, ფიზიკური აბონენტებისთვის დენის გაზრდილ ტარიფებს შორის სხვაობის სუბსიდირებისთვის 35.4 მლნ ლარი დაიხარჯა, ხოლო მეწარმე სუბიექტების სუბსიდირება 6.5 მლნ ლარი დაჯდა.

შეგახსენებთ, რომ მომავალი წლიდან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მთავრობა სავარაუდოდ, მხოლოდ მოწყვლადი ჯგუფების კომუნალურ ხარჯებს.

როგორც BMG–სთან საუბრისას ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განმარტა, მოსახლეობის ყველა ფენისთვის ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირება მიზანშეწონილი არ არის.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა