მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეფექტი ექნება რუსი მიგრანტების შემოდინებას საქართველოს ეკონომიკაზე? - ნადარაიას მოსაზრება

6331bdc8145e0
თათია ჩაფიჩაძე
26.09.22 22:00
3316
რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ საქართველოში რუსი მიგრანტების რაოდენობა იზრდება, რაც ეკონომისტების შეფასებით, საქართველოს ეკონომიკის ზრდაზე დადებითად აისახება.

თიბისის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია ფიქრობს, რომ მათი შემოსვლის ეფექტი არ იქნება მოკლევადიანი და მიგრანტების ნაწილი ქვეყანაში გეოპოლიტიკური ვითარების ძველ ნიშნულზე დაბრუნების შემდეგაც დარჩება, სწორი პოლიტიკის გატარების შემთხვევაში კი ქვეყანას შანსი აქვს ეკონომიკური სარგებელი გრძელვადიან პერსპექტივაშიც გაზარდოს.

„მიგრანტების შემოდინებას ეკონომიკის ზრდაზე პოზიტიური ზეგავლენა აქვს და ამას ვხედავთ კიდეც რიცხვებში. რაოდენობრივად გამიჭირდება ახლა ზუსტი მონაცემების დასახელება, თუმცა შემოდინებები გაიზრდება. გაიზრდება საშუალო და გრძელვადიან პერიოდში სატრანსპორტო გადაზიდვები და ექსპორტიც, თუმცა ამას არ ექნება ისეთივე დიდი ეფექტი როგორც მიგრანტებს.

მე არ ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ მოკლევადიანი ეფექტია, იმ სცენარშიც კი როცა გეოპოლიტიკური ვითარება დაბრუნდება იქ სადაც იყო, მგონია რომ მიგრანტების დიდი ნაწილი დიდი ხნით დარჩება საქართველოში, ამაზე ბევრი ინდიკატორი მიუთითებს. გრძელვადიანი პოლიტიკის კუთხით ვთვლი, რომ არა მარტო რუსეთიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც ეს სფერო ჩვენი ერთ-ერთი კონკურენტული უპირატესობაა ზომიერად და ნორმის ფარგლებში.

ბევრი იქნება დამოკიდებული იმ პოლიტიკაზე რასაც ჩვენ გავატარებთ. დღეს ძირითადი კონცენტრაცია ხდება თბილისსა და ბათუმში და ვფიქრობ, რომ სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სხვა რეგიონებშიც, მაგალითად ქუთაისში იყოს მეტი აქტივობა, შეიქმნას ისეთი ინფრასტრუქტურა რომელიც საშუალო და მაღალ შემოსავლიან ადამიანებს სჭირდება, იგივე სკოლები, იგივე სხვა სერვისები რომლებიც ამჟამად ძირითად თბილისში და ნაწილობრივ ბათუმშია. ასეთი მიდგომების შემთხვევაში დიდია შანსი იმისა, რომ ჩვენ გვქონდეს უფრო მეტი შემოდინება არა მარტო რუსეთიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც რომელიც საბოლო ჯამში ხელს შეუწყობს იმას, რომ ჩვენი მოსახლეობის გადინებაც შემცირდება,“ - განაცხადა „საქმიანი დილას“ ეთერში ნადარაიამ.