მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეტაპზეა მუნიციპალური პოლიკლინიკების პრივატიზაციის საკითხი?

60dc2d7e715f4
ინგა მურუსიძე
30.06.21 19:15
652
თბილისის მერმა კახა კალაძემ გასული წლის ივლისში მუნიციპალური პოლიკლინიკების პრივატიზაციის მიზნით, აუქციონის გამოცხადება დააანონსა. საკითხში ჩართვა მან თბილისის ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს დაავალა.

ამ განცხადებიდან 1 წლის შემდეგ თბილისის ვიცე-მერი ამბობს, რომ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს:

„მუნიციპალური კლინიკების გასხვისებასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ვმუშაობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან. ეს საკმაოდ კომპლექსური საკითხია და არ გვინდა, ერთი ხელის მოსმით გავყიდოთ ქონება. ეს არის სერვისის მიმწოდებელი პუნქტები, რომლებიც დედაქალაქის მოსახლეობას ემსახურება; ვინაიდან პრივატიზაცია განაპირობებს დროებით ან მუდმივად რეალოკაციას ამ პუნქტების, სამინისტროსთან და გამგეობებთან ერთად მიდის მუშაობა“, - განაცხადა ხმალაძემ.

მისი თქმით, საკითხი საჩქარო არ არის, ამიტომ გადაწყვეტილებებიც არ მიღებულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები