მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეტაპზეა საპარტნიორო ფონდის რეფორმირება?

5ef4642dc022c
თათია ჩაფიჩაძე
25.06.20 13:00
1166

„საპარტნიორო ფონდის რეფორმირება აუცილებელია“ - ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ bm.ge-ს კითხვაზე, თუ რა ეტაპზეა ფონდის რეფორმირება და როდის დასრულდება ეს პროცესი.

„აუცილებელია, საპარტნიორო ფონდის რეფორმირება. თვითონ ფონდიც და მთლიანად მთავრობაც ამ მიმართულებით ვმუშაობთ, აქტიური კონსულტაციები გვაქვს. ერთი რამ ცხადია, დღევანდელი ვითარება გვარწმუნებს იმაში, რომ აუცილებელია, სხვადასხვა ინსტიტუტები და ინსტრუმენტი არსებობდეს, რომელიც ბიზნესს დაეხმარება და მიაწვდის დაფინანსებას როგორც სუბსიდიის, ასევე გრანტის სახით, რასაც "აწარმოე საქართველოს" პროგრამა აკეთებს და ასევე კატიპალური ინექციების სახით, რასაც საპრტნიორო ფონდი აკეთებდა. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს მექანიზმი მეტად გამჭვირვალე გახდეს, ვსაუბრობთ ფონდის კორპორაციაზე და მეტი დეტალი როგორც კი ჩამოვყალიბდებით, თქვენთვის გახდება ცნობილი“, - განაცხადა bmg-ის კითხვის საპასუხოდ თურნავამ.

შეგახსენებთ, საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის არსებული პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია პირობების მიხედვით, საპარტნიორო ფონდს უკვე მიმდინარე პროექტების დაფინანსების გარდა, სხვა ფინანსური აქტივობა 0-მდე აქვს შეზღუდული. პროგრამის ერთ-ერთი პუნქტში ხაზგასმით წერია, რომ “საპარტნიორო ფონდი არ მოახდენს ახალ პროექტებში შესვლას და არ მოახდენს ახალი ვალდებულებების აღებას".

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ, თემის კომენტირებისას ცოტა ხნის წინ bm.ge-ს განუცხადა, რომ ზომების გამკაცრება, რაც IMF-მა მოითხოვა, თავად ფონდის თხოვნა იყო. რაც შეეხება რეფორმირების პროცესს, საგანელიძე აცხადებდა, რომ პროცესი პანდემიის გამო შეფერხდა, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ შესაბამისი სტრუქტურები აღნიშნული საკითხისთვისაც მოიცლიდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები