მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეტაპზეა “საქართველოს კაპიტალის” ჰესების პროექტები სვანეთში?

61815ba728c90
შოთა ტყეშელაშვილი
03.11.21 00:00
• 1363
საინვესტიციო ჰოლდინგი “საქართველოს კაპიტალი” სვანეთში მესტიაჭალის ჰიდროელექტროსადგურების პროექტს ახორციელებს.

ჰოლდინგის დაქვემდებარებაში არსებულმა “სვანეთი ჰიდრომ” 2020 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, კომპანიის საკუთრებაში არსებული ჰიდროელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე ჯამში 50 მეგავატს შეადგენს და მათი მშენებლობა 2019 წელს დასრულდა და ისინი ექსპლუატაციაშიც შევიდნენ, თუმცა 2019 წლის ივლისშივე სადგურები ღვარცოფმა დააზიანა.

“სვანეთი ჰიდროს” პროექტებია:

● “მესტიაჭალაჰესი 1” - დადგმული სიმძლავრე 30 მეგავატი, “სვანეთი ჰიდროს” ანგარიშის თანახმად, მიმდინარეობს სადგურის რეაბილიტაცია და ის ექსპლუატაციაში 2023 წლიდან უნდა გაეშვას;
● მესტიაჭალაჰესი 2 - დადგმული სიმძლავრე 20 მეგავატი, “სვანეთი ჰიდროს” ანგარიშის თანახმად, 2019 წლის ივლისში არსებული ღვარცოფის შემდეგ, სადგურმა ელექტროენერგიის გამომუშავება 2019 წლის დეკემბრიდან აღადგინა.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, “სვანეთი ჰიდრომ” 2020 წელს ელექტროენერგიის რეალიზაციიდან 12.56 მილიონი ლარი გამოიმუშავა, რაც “მესტიაჭალაჰესი 2”-ის გამომუშავებას წარმოადგენდა.

“სვანეთი ჰიდროს” აქტივების მოცულობა 211.4 მილიონ ლარს შეადგენს. კომპანიის ვალდებულებების მოცულობა კი 2020 წლის 31 დეკემბრისთვის 129.6 მილიონი ლარი იყო.

“საქართველოს კაპიტალი" ფლობს კიდევ ერთ ენერგოკომპანიას - შპს “ჰიდროლეას”. კომპანია სამ მოქმედ ჰიდროელექტროსადგურს აერთიანებს, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრეც 20.6 მეგავატია. ამასთანავე, "ჰიდროლეას" ეკუთვნის 19-მეგავატიანი სიმძლავრის ჰესის მშენებლობის ლიცენზიაც.

შპს "ჰიდროლეას" ჰესები „ახმეტა“ და „დებედა“ მდინარე ალაზანსა (კახეთი) და მდინარე დებედაზე (ქვემო ქართლი) მდებარეობს. აღნიშნული ჰესები 2014-2015 წლებში გაეშვა. მესამე ჰესი - „კასლეთი 2“ მდებარეობს სვანეთში, მდინარე კასლეთზე, რომელმაც ოპერირება 2018 წლის მეორე ნახევარში დაიწყო.

2020 წელს კომპანიის შემოსავალი 7.1 მილიონი ლარი იყო. კომპანიის აქტივები 54.9 მილიონ ლარს, ვალდებულებები კი 70.6 მილიონ ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები