მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ფასად გაიყიდება წელს ვაშლი - ფერმერის მოლოდინი

5f351d0a1b980
ვიქტორია მღებრიშვილი
13.08.20 23:00
3572
„1.5 ლარად რომ გავყიდოთ კარგი იქნება“, - ამის შესახებ BM.GE-ის კოოპერატივი „ქართული ხილის კომპანიის“ წარმომადგენელმა გურამ კვიწინაძემ 2020 წელს ვაშლის სავარაუდო ღირებულებაზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, კოოპერატივი წელს 100 ტონა ვაშლის მოსავალს ელოდება, განსხვავებით 2019 წლისგან, როდესაც სეტყვამ და უამინდობამ მოსავალი სრულად გაუფუჭათ.

ფერმერი განმარტავს, რომ პროდუქტის ღირებულება მოსავლიანობაზეა დამოკიდებული და ამიტომ გასულ წელს დაბალი მოსავლიანობის გათვალისწინებით ვაშლს მაღალი ფასი ჰქონდა.

„ფასები ხილის მოსავლიანობაზეა დამოკიდებული და ვფიქრობთ, რომ წელს მოსავლიანობა დიდი იქნება. ამიტომ 2019 წელს 1 კგ ვაშლის ღირებულება თუ 3.0 ლარამდე იყო, წელს ჩვენი ხარჯებიც, რომ დავფაროთ და ცოტა მოგებაც რომ დაგვრჩეს, კარგი იქნება 1.5 ლარად თუ შევძლებთ ვაშლის გაყიდვას“, - განაცხადა გურამ კვიწინაძემ.

მისივე თქმით, კოოპერატივი ვაშლს ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე ყიდდა, თუმცა წელს თუ შეძლებენ პარტნიორებთან კომუნიკაციის დამყარებას, პროდუქტის ექსპორტირებას რუსეთის მიმართულებით ფიქრობენ.

„თუ აქაური ბაზარი საკმარისი იქნება და აქაც გაიყიდება, მაშინ ადგილზე გავყიდით ვაშლს, რადგან საზღვარგარეთ გატანა რისკებთან არის დაკავშირებული. ჩვენ ახლა ვეძებთ პარტნიორებს, რომ რუსეთში გავიტანოთ ვაშლი. სხვა მიმართულებები არსებული მდგომარეობის გამო არ განიხილება“, - აღნიშნავს ფერმერი.

ცნობისთვის, კოოპერატივ „ქართული ხილის კომპანიაში“ 6 ფერმერია გაერთიანებული და წელს 10 ჰა-ზე გაშენებული ვაშლის ბაღებიდან ჯამში 100 ტონა მოსავალს ელოდებიან. ფერმერებს 6-7 სახეობის ვაშლი მოჰყავთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები