მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გამოწვევები აქვს სამეგრელოში ლურჯი მოცვის ბიზნესს?

61b5b354787bc
ნინი ლონგურაშვილი
12.12.21 18:00
1371
ნუკრი კვარაცხელიამ ლურჯი მოცვის ბიზნესი, სამეგრელოს სოფელ ზემო ეწერში 2019 წელს დაიწყო და მოსავალს 2022 წელს ელოდება.

კვარაცხელიამ ბაღი ორ პარტნიორთან ერთად 4 ჰექტარზე გააშენა და მომავალ წელს ორ ტონამდე მოსავალს პროგნოზირებს, თუმცა BM.GE-სთან ფერმერი გამოწვევებზე საუბრობს.

მეწარმე ამბობს, რომ მოცვის ბიზნესისთვის სამეგრელოს რეგიონში ყველაზე დიდი გამოწვევა სამაცივრე მეურნეობების არქონაა, რომელიც ბიზნესს ყველაზე მეტად აზარალებს.

“ლურჯი მოცვის მოსავლის აღება სამ ეტაპად მიმდინარეობს, პირველი გადაკრეფა და მეორე და მესამე გადაკრეფა. ამ პროდუქტის შენახვა საკმაოდ რთულია, მაქსიმუმ ორი დღე. შეიძლება ამასაც ვერ გაუძლოს. საჭიროა სამაცივრე მეურნეობა, რომელიც ჩვენს რეგიონში არ არის. ამას ემატება ფასიც, რომელიც წელს კიდევ უფრო დაბალია. პირველი გადაკრეფის დროს ფასი 18-19 ლარი იყო, შემდეგ საკმაოდ დაიწია", - ამბობს ნუკრი კვარაცხელია.