მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სპარსეთის ყურეში პროდუქციის დისტრიბუციას დუბაიდან მოვახდენთ - „Agritouch"-ის დამფუძნებელი

647511079cc99
ალა ისპირიანი
30.05.23 00:40
1697
გალფის ყურეში სუპერმარკეტების ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელი "Lulu Group" საქართველოდან პროდუქციის შესყიდვას ზრდის. ქართულ კომპანია „Agritouch"-სა და „Lulu Group“-ს შორის მიღწეული შეთანხმებით, მალე, ქართული ხილისა და ბოსტნეულის გარდა, ქართული საკონსერვო პროდუქტები და სასმელი "ლულუს ჰიპერმარკეტების" ქსელში გამოჩნდება. პროდუქციის კონსოლიდაციას და კატარში მიწოდებას "აგრითაჩი" განახორციელებს, რომელმაც პირველი შეკვეთა უკვე მიიღო.

კომპანია „Agritouch“-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა ეკატერინე ვეფხვაძე „საქმის კურსი“ განაცხადა, რომ საუბარია მათ შორის ლურჯ მოცვზე, ბალსა და კენკრაზე, რისი მოთხოვნაც მზარდია.

„თავიდან ერთი დასახელების პროდუქტს, ლურჯ მოცვს, ვაწვდიდით. შემდეგ მოთხოვნა ამ პროდუქტზეც გაიზარდა და გაიზარდა ასორტიმენტის, დაგვემატა მწვანილები, ბალი, კენკრა და ა.შ. თავდაპირველად, როგორც მწარმოებელი ქვეყანა საქართველო დიდად არ იყო წარმოდგენილი კატარის ქვეყანაში და მომხმარებელიც სკეპტიკურად იყო განწყობილი, თუმცა ცნობადობა გაიზარდა“, - განაცხადა  ეკატერინე ვეფხვაძემ.

კითხვაზე, - რა ეხმარება კომპანიას საექსპორტო ბაზრებზე ცნობადობაში? - მან თქვა , რომ ხარისხი და თანმიმდევრულობა:“როდესაც რაიმე შეკვეთას ვიღებთ, აბსოლუტურად ადეკვატურ პროდუქტს ვაგზავნით და ზუსტად იმ დროში, რაზეც პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული. ნებისმიერი შეკვეთის შემთხვევაში მომხმარებელი იმედგაცრუებული არ არის, რაც ცნობადობაში გვეხმარება“, - აღნიშნა ეკატერინე ვეფხვაძემ.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მისი თქმით, სიახლეები საექპორტო ბაზრების განვითარების მიმართულებით აქვთ. ეკატერინე ვეფხვაძემ განაცხადა, რომ დუბაიში კომპანია დაარეგისტრირეს, საიდანაც სპარსეთის ყურეში მოხდება პროდუქციის დისტრიბუცია. 

„ლოჯისტიკის ნაწილში პრობლემა გვაქვს ნედლი ხილისა და ბოსტნეულის შემთხვევაში საჰაერო გადაზიდვა. ჩვენ ვიყენებთ მგზავრთა გადამყვანს და შეზღუდული რაოდენობა გვაქვს. წელს ვფიქრობთ, საწყობი ადგილობრივად ავიღოთ, რადგან ჩარტერით უფრო დიდ რაოდენობას გავიტანთ. ამიტომ ვფიქრობთ ადგილზე, ამ შემთხვევაში დუბაიში გვქონდეს საწყობი და სამაცივრე მეურნეობა, რომ დისტრიბუციაც ჩვენ თვითონ გავაკეთოთ.

ახლა დავასრულეთ კომპანიის რეგისტრაცია დუბაიში. ექსპორტ-იმპორტის ლიცენზიაც ავიღეთ, რადგან დუბაიდან მოხდეს მთლიანად სპარსეთის ყურის დისტრიბუცია და დაფარვა უფრო მარტივად მოხდება“, - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები