The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღსადგენად შექმნილ ახალ ფონდში $5 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს.
არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილ ფონდში ანალოგიური მოცულობის თანხის ჩადებას რეგიონის 8 პარტნიორი სახელმწიფოც გეგმავს. შესაბამისად, პარტნიორების ეს კონტრიბუცია ფონდის საერთო კაპიტალს $10 მილიარდამდე გაზრდის. აღსანიშნავია, რომ შერჩეულ ქვეყნებს შორის: საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, კატარი, ბაჰრეინი, ქუვეითი, ომანი, ერაყი და იორდანია სახელდებიან. ამ ეტაპზე მხარეები ახალი ფონდის დეტალებს აქტიურად განიხილავენ და პროექტში სხვა სახელმწიფოების შესაძლო ჩართვის საკითხზეც მსჯელობენ.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ახალი ფონდი მიზნად ნავთობისა და გაზის მიწოდებისას ჰორმუზის სტრატეგიულ სრუტეზე რეგიონის დამოკიდებულების შემცირებას ისახავს. როგორც ცნობილია, ომის დაწყებამდე ამ საზღვაო დერეფანზე ნავთობით მსოფლიო ვაჭრობის 25% და თხევადი ბუნებრივი აირის 20% მოდიოდა.
























