მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპი ირანთან ომის დასრულების შესაძლებლობას განიხილავს

ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატები შესაძლოა, ირანთან თითქმის შვიდთვიანი ომის დასასრულს უახლოვდებოდეს - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კაროლინაში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

თეთრი სახლის ლიდერმა თეირანთან პირდაპირი კომუნიკაცია დაადასტურა და აღნიშნა, რომ ირანული მხარე შეთანხმების მიღწევით არის დაინტერესებული.

არსებული ინფორმაციით, აშშ-ის ადმინისტრაცია კონფლიქტის შემდგომ სტრატეგიაზე აქტიურად მუშაობს, რომლის საბოლოო სახით ჩამოყალიბება შუალედური არჩევნების შემდეგ იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ ტრამპი მომავალ სამშაბათს, ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს წევრი ქვეყნების, მათ შორის: საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, კატარის, ბაჰრეინის, ქუვეითისა და ომანის ლიდერებთან შეხვედრას გეგმავს. Axios-ის ინფორმაციით, მთავარი განსახილველი საკითხი სწორედ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარება იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები