BMG-ის კითხვაზე გეგმავს თუ არა ჯანდაცვის სამინისტრო ამ მიმართულებით ცვლილებების დანერგვას, მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია პასუხობს, რომ საყოევლთაო ჯანდაცვის სისტემის შესახებ #520-ე დადგენილების ამოქმედების შემდგომ, კლინიკებს აინტერესებდათ შეეხებოდათ თუ არა ცვლილება პაციენტთა მიერ ექიმების არჩევის პროცედურას, რის შესახებაც სამინისტრტომ შესაბამისი განმარტება გააკეთა.
“ეს არ არის ახალი მოწყობა, ეს არის განმარტება იმის თაობაზე, რაც აქამდეც იყო დაშვებული იმ კანონმდებლობის ფარგლებში, რომელიც არეგულირებს პაციენტთა უფლებბეს. საუბარია, საექიმო საქმიანობის შესახებ კანონზე, ასევე პაციენტთა უფლებების შესახებ კანონზე. მითითებულია ამონარიდები კანონმდებლობიდან, რომელიც ამ ნაწილს განსაზღვრავს. ეს ყოველთვის იყო 36-ე დადგენილების ფარგლებში.
იკითხეს ამის თაობაზე კლინიკებმა და ჩვენც მივუთითეთ, თავიდან რომ #520-ე დადგენილების გამოცემამ ის არ შეცვალა. მოგეხსენებათ, რაც რეგულირდება კანონით, იმას დადგენილება ვერ ცვლის. შესაბამისად დაზუსტება გავაკეთეთ მხოლოდ. ეს შეკითხვები ჩვენ კლინიკებისგან მივიღეთ როგორც წერილობით ფორმატში ასევე შეხვედრებზეც გამოთქვეს ამ საკითხების შესახებ ინტერესი", - ამბობს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე ტიკარაძე.
ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება:
"პაციენტის „არჩევანის“ დაშვება ექიმზე, VIP ოთახზე და ასევე სამედიცინო დანიშნულების საგნებზე? „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ტარიფი ითვალისწინებს პროგრამული შემთხვევის დასაწყისიდან მის დასრულებამდე სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტისთვის აღმოჩენილ ყველა სამედიცინო აუცილებლობით განპირობებულ ჩარევას, მათ შორის, გაუტკივარების, გამოყენებული მედიკამენტების, სხვა სამკურნალო თუ სახარჯი მასალისა და ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების ღირებულებას, პოსტანესთეზიური მოვლისა და ინტენსიური მკურნალობა/მოვლის განყოფილებაში პაციენტის დაყოვნების გათვალისწინებით, როდესაც პაციენტები იმყოფებიან ერთი ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის უკმარისობის განვითარების რისკის ქვეშ, აღენიშნებათ სტაბილური
ჰემოდინამიკა და რესპირაცია, თუმცა ვიტალური ფუნქციების მოსალოდნელი გაუარესების გამო, საჭიროებენ მუდმივ ინტენსიურ მეთვალყურეობას და ფარმაკოლოგიურ ან/და მინიმალურ აპარატურულ მხარდაჭერას.
ამდენად, ტარიფი არ ითვალისწინებს იმ მომსახურების ხარჯებს, რომლებიც სამედიცინო აუცილებლობით არ არის განპირობებული (მ.შ. VIP ოთახი, კონკრეტული ექიმის არჩევა და სხვა) და შესაბამისად, ეს მომსახურებები პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება. ჯანდაცვის კანონის მე-60 მუხლის თანახმად, პაციენტისათვის სახელმწიფო სამედიცინო პროგრამის ფარგლების ზევით სამედიცინო მომსახურების გაწევისას სამედიცინო დაწესებულებასა და პაციენტს შორის დადგენილი წესით ფორმდება ხელშეკრულება, რომელშიც ასახულია გასაწევი სამედიცინო მომსახურების და შესაბამისი ანაზღაურების პირობები და ოდენობა.
ხოლო სამედიცინო დანიშნულების საგნები (მწარმოებლის მიუხედავად) ტარიფის შემადგენელი ნაწილია. ამდენად მასზე დამატებითი გადახდის დაწესება პროგრამის მოსაგრებლეებისათვის ეწინააღმდეგება „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობებს.
იხილეთ ქვემოთ ამონარიდი მოქმედი კანონმდებლობიდან, რომელიც უდევს საფუძვლად
ზემოაღნიშნულ განმარტებას:
1. საქართველოს კონსტუტუცია:
სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე (მუხლი 5) მოქალაქის უფლება ხელმისაწვდომ და ხარისხიან ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებაზე უზრუნველყოფილია კანონით. (მუხლი28) სახელმწიფო აკონტროლებს ჯანმრთელობის დაცვის ყველა დაწესებულებას და სამედიცინო მომსახურების ხარისხს არეგულირებს ფარმაცევტულ წარმოებას და ფარმაცევტული საშუალებების მიმოქცევას. (მუხლი 28)
2. პაციენტის უფლებების შესახებ კანონი პაციენტს უფლება აქვს აირჩიოს და ნებისმიერ დროს შეიცვალოს სამედიცინო მომსახურების გამწევი. (მუხლი 8)
3. ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონი მუხლი 4. ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის პრინციპებია:
ა) მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების საყოველთაო და თანაბარი ხელმისაწვდომობა სახელმწიფოს ნაკისრი სახელმწიფო სამედიცინო პროგრამებით გათვალისწინებული ვალდებულების ფარგლებში;
ბ) ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა, პაციენტის პატივის, ღირსებისა და მისი ავტონომიის აღიარება;
ი) სახელმწიფოს პასუხისმგებლობა სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების მოცულობასა და ხარისხზე; პ) სახელმწიფოს მიერ პროგრამული და მიზნობრივ-პროგრამული წესით ჯანმრთელობის დაცვის დაფინანსება;
მუხლი 5
საქართველოს მოქალაქესა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვთ, ისარგებლონ დადგენილი წესით დამტკიცებული ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული სამედიცინო დახმარებით, რასაც განახორციელებს სათანადო სამედიცინო საქმიანობის სამართალსუბიექტი.
მუხლი 14
პაციენტს აქვს უფლება აირჩიოს ან შეიცვალოს სამედიცინო პერსონალი და, ან სამედიცინო დაწესებულება სადაზღვევო ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით. ხელშეკრულება უნდა იძლეოდეს არჩევანის შესაძლებლობას.
მუხლი 16
1. ჯანმრთელობის დაცვის სფეროს სახელმწიფო მართვის მექანიზმებია:
ა) სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლი;
ბ) პაციენტსა და სამედიცინო საქმიანობის სამართალსუბიექტს შორის ურთიერთობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
გ) სამედიცინო პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
მუხლი 21
სამედიცინო საქმიანობის სამართალსუბიექტს, რომელიც დადგენილი წესით მონაწილეობს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში, შესრულებული სამუშაო უნაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამ
ტკიცებული ანაზღაურებისა და დაფინანსების წესების მიხედვით.
მუხლი 60
1. პაციენტისათვის სახელმწიფო სამედიცინო პროგრამის ფარგლების ზევით სამედიცინო მომსახურების გაწევისას სამედიცინო დაწესებულებასა და პაციენტს შორის დადგენილი წესით ფორმდება ხელშეკრულება, რომელშიც ასახულია გასაწევი სამედიცინო მომსახურების და შესაბამისი ანაზღაურების პირობები და ოდენობა.
4. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა (მუხლი 22.)
მუხლი 20, პუნქტი 5
ვ) პროგრამის განმახორციელებელს და პროგრამის/ვაუჩერის მოსარგებლეს პროგრამულ მომსახურებაში არ გადაახდევინოს სხვა გადასახადი ან დამატებითი თანხა, გარდა ამ დადგენილებით განსაზღვრულისა;
მუხლი 22.
5. მიმწოდებლის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით წარდგენილი ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს პროგრამული შემთხვევის დასაწყისიდან მის დასრულებამდე სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტისთვის აღმოჩენილ ყველა სამედიცინო აუცილებლობით განპირობებულ ჩარევას, მათ შორის, გაუტკივარების,
გამოყენებული მედიკამენტების, სხვა სამკურნალო თუ სახარჯი მასალისა და ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების ღირებულებას, პოსტანესთეზიური მოვლისა და ინტენსიური მკურნალობის/მოვლის განყოფილებაში პაციენტის დაყოვნების გათვალისწინებით, როდესაც პაციენტები იმყოფებიან ერთი ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის უკმარისობის განვითარების რისკის ქვეშ და ვიტალური ფუნქციების მოსალოდნელი გაუარესების გამო საჭიროებენ მუდმივ ინტენსიურ მეთვალყურეობასა და ფარმაკოლოგიურ ან/და მინიმალურ აპარატურულ მხარდაჭერას,"- ნათქვამია სამინისტროს განმარტებაში.