ევროპის საავიაციო ორგანიზაცია "ევროკონტროლის" ინფორმაციით, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებამ მეზობელ ქვეყნებში საჰაერო ტრაფიკი შეამცირა. საუბარია კომერციული თვითმფრინავების მიერ საჰაერო სივრცის გამოყენებაზე. ომის დაწყების შემდეგ როგორც "ევროკონტროლი" წერს, მოლდოვის საჰაერო სივრცეს აღარ იყენებენ.
ომის გავლენის უკეთ შესაფასებლად "ევროკონტროლმა" თებერვლისა და მარტის შუა რიცხვები აიღო და ლიეტუვასა და უნგრეთის საჰაერო გადაფრენებს დააკვირდა და 14 თებერვლიდან 14 მარტამდე ყოველდღიური გადაფრენების საშუალო მაჩვენებელი გამოაქვეყნა.
"ევროკონტროლის" თანახმად, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის გამო ლიეტუვამ დღეში თითქმის 200 გადაფრენა დაკარგა, რაც 46%-ით შემცირებაა. აქედან ნახევარზე მეტი (დღეში 110 გადაფრენა) რუსეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან ფრენების შეწყვეტას უკავშირდება. ომის დაწყებიდან მალევე ჯერ ევროკავშირის ქვეყნებმა, ხოლო შემდეგ რუსეთმა ერთმანეთს საჰაერო სივრცე ჩაუკეტეს. საჰაერო სივრცის ჩაკეტვის გამო გადაფრენები შემცირებულია ლატვიასა და პოლონეთის საჰაერო სივრცეშიც.
რუსეთიდან ფრენები თურქეთის მიმართულებით გრძელდება, თუმცა შემცირებულია 30%-ით. აღსანიშნავია, რომ ორი ქვეყნის საჰაერო მიმოსვლით ლიეტუვაში დღეში დამატებით 18 გადაფრენა სრულდება.
"ევროკონტროლის" თანახმად, გერმანიასა და ჩინეთს შორის საჰაერო მიმოსვლა 10%-მდე გაიზარდა, თუმცა ევროპული ავიაკომპანიები რეისებს სამხრეთიდან ახორციელებენ. მაგალითად, საქართველოს გავლით. საქართველოში მოცემულ პერიოდში ყოველდღიური გადაფრენების საშუალო მაჩვენებელი 76%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება აზიურ ავიაკომპანიებს, ისინი რუსეთის საჰაერო სივრცის გამოყენებას განაგრძობენ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ