29.მარტი .2021 10:19

რა გეგმები აქვს TAV-ს ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ საქართველოში?

რა გეგმები აქვს TAV-ს ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ საქართველოში?
views 791
უკან

სახელმწიფოსა და „ტავ ჯორჯიას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, „TAV-ს“ თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მართვის უფლება 2027 წლამდე აქვს.

Forbes-კვირასთან ინტერვიუში TAV Airports-ის პრეზიდენტი სანი შენერი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო გაიზიარებს კომპანიის მიმართვას, აეროპორტების მართვის უფლების კიდევ 2 წლის გახანგრძლივების შესახებ, რადგან როგორც შანერი ამბობს, ამას მთავრობასთან დადებული შეთანხმების ფორს მაჟორის მუხლები ითვალისწინებს. ფორს მაჟორთა შორის კი ნომერ პირველი არის პანდემია.

შანერი იმასაც ამბობს, რომ ხელშეკრულების ვადის გასვლის მიუხედავად TAV Airports-ს საქართველოსთან დაკავშირებით გარკვეული გეგმები აქვს.

"ჩვენ წინ კიდევ შვიდი წელი და კოტრაქტის 2 წლით გახანგრძლივების მოლოდინი გვაქვს. შესაბამისად საუბარია 9 წელზე. ჩვენი მთავარი მოლოდინი არის ამ ვადის შემდეგაც ახალი პერიოდის ვადით საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების გაფორმებაა. საქართველო არ იმსახურებს მხოლოდ ამ რაოდენობის ვიზიტორებს. ეს შეიძლება იყოს წლიურად 10 მილიონი ვიზიტორი და ჩვენ ამის პოტენციალს ვხედავთ.

რას ნიშნავს მგზავრთა რაოდენობის გაზრდა? 1 მილიონი დამატებითი მგზავრი 3 ათას ახალ სამუშაო ადგილს ქმნის. აქედან 1000 აეროპორტში, 1000 ქალაქში, 1000 კი სერვისში“-ამბობს შანერი და კითხვაზე, არის თუ არა ეს ფორმულა, პასუხობს:

„დიახ, 1 მილიონი დამატებითი მგზავრი ქმნის 3 ათას სამუშაო ადგილს. ეს განსხვავებული ტიპის ეკონომიკაა და მისი პულტიპლიკატორი 3.25-ია. შესაბამისად 1 დოლარის ინვესტიცია აეროპორტში, ქმნის 3.25 დოლარს ქალაქში. სწორედ ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა ყველა მიმართულებით გააგრძელებს ამ პრივატიზაციის პროცესს.

მთავრობებმა უნდა გადაწყვიტონ და მოაწესრიგონ ისეთი სფეროები, როგორიცაა ჯანდაცვა; იურიდიული საკითხები; განათლება და სხვა სფეროები. სხვა სექტორებში კი სახელმწიფოს როლი უფრო ზედამხედველი უნდა იყოს და არა სერვისის მიმწოდებლის. მაგალითად ავიაციის, სოფლის მეურნეობის და სხვა მიმართულებების ზედამხედველი. აეროპორტის მენეჯმენტი სრულად კომერციული ხასიათის საქმიანობაა. დიუთი ფრი, ლაუნჯი, საკვების და სასმელის სერვისები, შესაბამისად ეს არ არის ის სფერო რომელშიც მთავრობა თავად უნდა საქმიანობდეს. სწორედ ეს არის მიზეზი რის გამოც ამ მხრივ ინტერესს ცენტრალური აზიის ქვეყნებიც გამოთქვამენ. ჩვენ ვესტუმრეთ ყირგიზეთს, უზბეკეთს, ყაზახეთთან კი ხელშეკრულების ფინალიზება მოვახდინეთ.

შეთანხმება გაფორმებულია. როგორც საქართველოს შემთხვევაში, ყაზახეთშიც პროექტის დაფინანსებაში EBRD და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია გვეხმარება. საქართველო ამ თვალსაზრისითაც კარგი მაგალითია, რადგან როგორც IFC-იმ ასევე EBRD-მა დაინახეს, რომ ჩვენ განვახორციელეთ ინვესტიცია, დავასრულეთ სამშენებლო სამუშაოები, წარმატებით ვმართავთ აეროპორტს და ვალიც გავისტუმრეთ. ეს არის წარმატებული მაგალითი ყაზახეთისთვისაც. მათი მთავრობა საქართველოს მთავრობის მსგავსად საკმაოდ მოწადინებულია განახორციელოს პრივატიზაციის პროექტები და ეს სწორი მიდგომაა, განსაკუთრებით კი აეროპორტების ოპერირების მიმართულებით. ამ შეთანხმების შედეგად მოველით, რომ ალმა-ატაში საქართველოდან მგზავრთნაკადი გაიზრდება, ისევე როგორც მოიმატებს ალმა-ატადან საქართველოში ჩამოსული მგზავრების რაოდენობა. ამის მიზეზი კი იქნება ის, რომ ჩვენ გვექნება პირდაპირი კავშირი Astana Air-თან, ასევე Georgian Airways-თან და აქ მოღვაწე სხვა ავიაკომპანიებთან. შესაბამისად ჩვენ თითოეული მხრიდან მგზავრთა რაოდენობის ზრდას შევუწყობთ ხელს“-აცხადებს შანერი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა