მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში, ჩვენმა გუნდმა თეა ზაქარაძის ხელმძღვანელობით, შეძლო მგზართა ნაკადების 10-ჯერ გაზრდა - ფრენკ მერეიდი

თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში, ჩვენმა გუნდმა თეა ზაქარაძის ხელმძღვანელობით, შეძლო მგზართა ნაკადების 10-ჯერ გაზრდა - ფრენკ მერეიდი
23.04.24 08:21
393

ჩვენმა გუნდმა თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში, თეა ზაქარაძის ხელმძღვანელობით, შეძლო მგზართა ნაკადების 10-ჯერ გაზრდა. ასევე, ამ წლის მონაცემებით, უკვე 57 ავიაკომპანიასთან ვითანამშრომლეთ, - ამის შესახებ TAV Airports-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა და აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, ფრენკ მერეიდიმ გადაცემაში ბიზნესის კვირეული გიორგი ისაკაძესთან ერთად განაცხადა.

მისივე განმარტებით, TAV Airports-ის მთავარი ამოცანა არის ზრდა, რაც უფრო მეტ მგზავრს, მეტ ავიახაზებს, მეტ მარშრუტებს და გაზრდილ კავშირებს ნიშნავს.

„წელს აუცილებლად დაგვემატება 3 ახალი ავიაკომპანია. Austrian Airlines-ი მომდევნო თვიდან დაიწყებს ოპერირებას, ნიდერლანდური Transavia-მ კი უკვე ოპერირებს, ეს ევროპასთან კავშირს მნიშვნელოვნად გაზრდის. ჩვენც სწორედ ეს გვინდა, რომ გაიზარდოს კავშირი თბილისსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის, განსაკუთრებით კი ევროპაში, რადგან სწორედ ესაა, რაც გვჭირდება. თუმცა ევროპა მხოლოდ დასავლეთია. მნიშვნელოვანია აღმოსავლეთიც - აღმოსავლეთ აზია, ინდოეთი უდიდესი ბაზარია და აუცილებელია, რომ ეს გავითვალისწინოთ. შესაბამისად, როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენი მიზანი ზრდაა, ვგულისხმობთ მგზავრთა რაოდენობის ზრდას, რათა უფრო მეტი ადამიანი ეწვიოს საქართველოს, უფრო მეტ ქართველს მიეცეს შანსი, საზღვარგარეთ მარტივად იმოგზაუროს, ვითანამშრომლოთ უფრო მეტ ავიახაზებთან, მაგრამ ამავე დროს, ხელი შევუწყოთ უკვე არსებულ ავიაკომპანიებს, რომ თავადაც გაიზარდონ, რაც კავშირს კიდევ უფრო გაზრდის“ - ამბობს ფრენკ მერეიდი.

მისი თქმით, ADP მუშაობს მსოფლიოს 500 ავიაკომპანიასთან, მხოლოდ თბილისში მათი რიცხვი 57-ია, წლის ბოლომდე კი 60-საც მიაღწევს - ამ ყველაფრის მიზანი სწორედ ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაძლიერებაა.

„ADP-ის მსგავს დიდ ჰოლდინგში გაერთიანების უპირატესობა ისაა, რომ, როდესაც შეხვედრები გვაქვს სხვადასხვა ავიახაზებთან, რომლებიც სხვა ქვეყნებში ძალიან მოთხოვნადია, შეგვიძლია ვუთხრათ: “სხვათა შორის, ძალიან კარგი ქვეყანაა საქართველო, სადაც კვლევა თქვენს ნაცვლად ჩავატარეთ და ჩანს, რომ შესანიშნავი შესაძლებლობაა, ამ მიმართულების მეტად გააქტიურდეთ”. და რადგან ამ კომპანიებთან ADP უკვე თანამშრომლობს, ისინი გვენდობიან, მათ უკვე ვაჩვენეთ, რომ ჩვენი რჩევები ამართლებს. ჩვენ მათთან ხანგრძლივი პარტნიორობა გვაკავშირებს, ამ ბიზნესში 20 წლიანი გამოცდილების წყალობით ბევრ ადამიანს ვიცნობ. როდესაც სანდო პარტნიორობას აყალიბებ, როდესაც კარგ რჩევებს გასცემ, როგორც წესი, აუცილებლად მოგყვებიან. ამიტომ, როდესაც ვამბობთ “საქართველო შესანიშნავი შესაძლებლობაა”, ყოველთვის კარგ უკუკავშირს ვიღებთ“, - აღნიშნა ფრენკ მერეიდიმ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები