მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ღირებულების პროექტები განხორციელდება 2020-2022 წლებში თბილისში

5e3bdc8acb5ae
ვიქტორია მღებრიშვილი
06.02.20 14:00
2012
თბილისის მერიამ 2020-2021 წლებში განსახორციელებელი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები წარადგინა,
როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, დაგეგმილი სამუშაოები სამ ძირითად კომპონენტს მოიცავს, რომელთა შორის მწვანე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და შექმნა, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და ქალაქში არსებული ისტორიული ძეგლების რეაბილიტაცია შედის.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სამ წელიწადში 23 მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტზე ბიუჯეტიდან ჯამში 327 820 056 ლარი გამოიყოფა, საიდანაც 98 636 147 ლარი 2020-2021 განსახორციელებელ 10 მწვანე ინფრასტრუქტურული პროექტისთვის იქნება განკუთვნილი:

• თემქის ხევის პარკის მშენებლობის პროექტი, რომელიც 22 ჰა ფართობს მოიცავს და 43 მლნ ლარი დაიხარჯება. პროექტის მიხედვით 40 000 ადამიანი ისარგებლებს. განხორციელების ვადა 2020-2021 წწ.
• ვაკის პარკის რეაბილიტაციაზე 34 ჰა-ზე ფართობზე 10 მლნ ლარის ღირებულების სამუშაოები ჩატარდება.
• ვაკის პარკის კასკადის მოწყობა, რაც ცენტრალური ღერძის გასწვრივ არსებული შადრევნების აღდგენაზე 20 მლნ ლარი დაიხარჯება. განხორციელების ვადა 2020-2021 წლებია.
• დიღმის ჭალებში პარკის მშენებლობაზე 14 836 147 ლარი დაიხარჯება.
• მოსკოვის გამზირი - 27 000მ2 ფართობზე გზაგამყოფი ზოლის რეაბილიტაციზე, სარწყავი და გარე განათების სისტემების მოწყობასა და გამწვანების სამუშაოებზე 3.5 მლნ ლარია გამოყოფილი;
• დ.სარაჯიშვილის გამზირის 28 000 მ2 ფართობზე გზაგამყოფი ზოლის რეაბილიტაციზე, სარწყავი და გარე განათების სისტემების მოწყობასა და გამწვანების სამუშაოებზე 3 მლნ ლარი დაიხარჯება;
• გლდანის პატარა ტბის მიმდებარე რეაბილიტაცია - 37 000მ2 ფართობის პროექტირებასა და პარკის მშენებლობაზე 2 მლნ ლარი დაიხარჯება. განხორციელბის ვადა 2020-2021 წლებია.
• ვარკეთილი, დ. ალექსიძის ქუჩაზე არსებული 7 600 მ2 ფართობის სკვერის სრულ რეაბილიტაციაზე ბიუჯეტიდან 500 000 ლარი დაიხარჯება. განხორციელების ვადა: 2020 წელი;
• ვარკეთილის 3, III მ/რ, კორპუსი #310 მიმდებარე ტერიტორია - 10 000 მ2 სკვერის მოწყობაზე 800 000 ლარია გამოყოფილი;
• ზ.ჟვანიას მოედანზე, პეკინის გამზირისა და მ.კოსტავას ქუჩების კვეთაზე, ლევილისა და ნოე ჟორდანიას სანაპიროების, ქერჩის და სარაჯიშვილის ქუჩების კვეთაზე, მახათას მთის აღმართზე გზაგამყოფი კუნძულების მოწყობაზე ჯამში 1 მლნ დოლარი დაიხარჯება. განხორციელების ვადა 2020 წელია;

მერიის მიერ 2020-2022 წლებში დაგეგმილ 7 ინფრასტრუქტურულ პროექტზე ჯამში დედაქალაქის ბიუჯეტიდან 126 383 909 ლარი დაიხარჯება:

• მარშალ გელოვანის გამზირი და მარჯვენა სანაპიროზე გზაჯვარედინის მოწყობის სამუშაობზე 21 634 083 ლარი დაიხარჯება, განხორციელების ვადა 2020-2021 წლებია;
• უნივერსიტეტის ქუჩისა და წყნეთის გზატკეცილის დამაკავშირებელის ხიდის მშენებლობაზე 56 029 454 ლარი დაიხარჯება, განხორციელების ვადა 2020-2022 წლებია;
• შეშელიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე დამეწყრილი უბნის საყრდენი კედლებით გამაგრების პროექტირება/მშენებლობაზე 20 874 000 ლარი დაიხარჯება, განხორციელბის ვადა 2020-2021 წლებია;
• ქეთევან დედოფლის გამზირის კაპიტალური რეაბილიტაციაზე 4 164 770 ლარი დაიხარჯება, განხორციელების ვადა 2020 წელია;
• აკაკი წერეთლის გამზირის სრულ რეაბილიტაციაზე 8 711 592 ლარი დაიხარჯება, განხორციელების ვადა 2020 წელია;
• მინდელის სახელობის ხიდის სრულ რეაბილიტაციისთვის 5 მლნ ლარია გამოყოფილი, განხორციელების ვადა 2020 წელია;
• ვაჟა ფშაველას გამზირის კაპიტალურ რეაბილიტაციაზე 9 970 000 ლარი დაიხარჯება, განხორციელების ვადა 2020-2021 წლებია;

დედაქალაქის განვითარების ფონდის მიერ 2020-2022 წლებში 6 მსხვილ პროექტზე ჯამში 102 800 000 ლარი დაიხარჯება:

• დედაენისა და 9 მარტის ბაღების გამწვანება/კეთილმოწყობა, რეაბილიტაციის მეორე ეტაპისთვის 2020 წლის ბიუჯეტში 17 500 000 ლარია გამოყოფილი;
• მტკვრის სანაპიროების სარეაბილიტაციო სამუშაობი - მეტეხის ხიდიდან იუსტიციის სახლამდე არსებული ტერიტორიის აღდგენით სამუშაობზე 20 მლნ ლარი დაიხარჯება, განხორციელების ვადა 2020-2021 წლებია;
• რ.ლაღიძის ქუჩა #6-სა და რ. თაბუკაშვილის ქ #46-ში განთავსებული შენობების რეაბილიტაციაზე 17 მლნ ლარი დაიხარჯება, განხორცილების ვადა 2020-2021 წლებია;
• მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის რესტავრაცია/რეაბილიტაციაზე 25 მლნ ლარია, განხორციელების ვადა 2020-2021 წლებია;
• აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის რესტავრაცია/რეაბილიტაცია - 3.3 მლნ ლარი, განხორცილების ვადა 2020-2022 წლებია;
• გუდიაშვილის ქუჩისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია 20 მლნ ლარი დაიხარჯება, განხორციელბის ვადა 2020-2022 წლებია;