მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გვერდითი ეფექტები აქვს აცრას ორსულებში? – NCDC-ს განმარტება

61433f5f2129a
ინგა მურუსიძე
16.09.21 17:37
3358
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დედათა, ბავშვთა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სამმართველოს ხელმძღვანელი, ლელა შენგელია განმარტავს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ორსულებში სერიოზულ ალერგიულ რეაქციებს თითქმის არ იწვევს.

„ყველაზე მეტად გავრცელებული გვერდითი ეფექტები არის ცხელება, ან მხარის ტკივილი, რაც შეიძლება გაგრძელდეს 1 ან 2 დღის განმავლობაში. თუმცა ისეთი სერიოზული რეაქცია, როგორიც არის ალერგია, ან სისხლის შედედების პრობლემები, ძალიან იშვიათ შემთხვევებში ვითარდება და მასზე საჭიროა სამედიცინო მეთვალყურეობა. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ის მსუბუქი გვერდითი მოვლენები თავისით გაივლის 1 ან 2 დღის განმავლობაში“, - განაცხადა ლელა შენგელიამ.