მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მოხდა ჭავჭავაძის გამზირზე სკამებთან დაკავშირებულ ტენდერზე?- მერის მოადგილე

5e2815a1409d2
ინგა მურუსიძე
22.01.20 13:29
1209
თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განმარტებით, ჭავჭავაძის გამზირზე სკამების დამონტაჟებასთან დაკავშირებით ტენდერის შეწყვეტა იმიტომ მოხდა, რომ სატენდერო პირობებში ვანდალური ფაქტების მიმართ გამძლეობა გათვალისწინებული არ იყო.

მისივე განმარტებით, უახლოეს მომავალში ახალი ტენდერი გამოცხადდება. „სკამებთან დაკავშირებით გარკვეული მედიასაშუალებების მხრიდან ხდებოდა ისეთი ინტერპრეტაციები, თითქოს განსაკუთრებული დოკუმენტი ჩაიგდეს ხელში და საიდუმლო ამოხსნეს. ნებისმიერი სატენდერო დოკუმენტაცია, მათ შორის დავების საბჭოსი არის ღია და საჯარო. ნებისმიერ პირს შეუძლია ნახოს, გადაწყვეტილებები რას ემყარება. იმის გათვალისწინებით, რომ ქალაქის მასშტაბით მომრავლდა ვანდალიზმის ფაქტები, ასევე ის, რომ ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია ხდება, გვინდა, რომ ამ ყველაფერმა გაუძლოს დროს, მოხდა გარკვეული ცვლილებების შეტანა, სკამებმა ვანდალიზმს უნდა გაუძლოს. დავების საბჭოს გადაწყვეტილების შესრულება საჭირო იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი ტენდერი გაგრძელდებოდა. კანონისგან მონიჭებული უფლებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ტენდერი შეწყვეტილიყო, ახალი ტენდერი როცა გამოცხადდება, მასში გათვალისწინებული იქნება ის არგუმენტები, რის გამოც ტენდერი შევწყვიტეთ“, - განაცხადა ბენდელიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები