საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ინფლაციის სამართავად ეროვნული ბანკი ყველა ბერკეტს იყენებს, მათ შორის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს, რომელმაც ინფლაცია სხვადასხვა არხების მეშვეობით უნდა შეამციროს.
ამასთან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამბობს, რომ ინფლაციის შესამცირებლად გადადგმული ნაბიჯი იყო უცხოურ ვალუტაში მინიმალურ სარეზერვო მოთხოვნის 5%-ით შემცირება.
“ინფლაცია ეროვნული ბანკის მთავარი მანდატია და ის ყოველთვის არის ეროვნული ბანკის საზრუნავი და არამხოლოდ ახლა. რაც შეეხება იმ სიტუაციას, რაც დღეს გვაქვს: როგორც მოგეხესენებათ, ეროვნულმა ბანკმა თანმიმდევრულად გადადგა ნაბიჯები იმისთვის, რომ არ მოხდეს ინფლაციის გრძელვადიან პერიოდში ზრდა და მოხდეს მისი დასტაბილურება. ბოლო 3 მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შეხვედრის დროს გამკაცრდა მონეტარული პოლიტიკა და 200 საბაზისო პუნქტით გაიზარდა საპროცენტო განაკვეთი, რამაც უნდა მოხადინოს გავლენა ინფლაციაზე სხვადასხვა არხის საშუალებით.
ერთი არხი ეს არის ლარის სესხებზე მოთხოვნის შემცირება, ამასთან ეს არის ინფლაციის მართვა მოლოდინების საშუალებით.
ბოლოს გამოქვეყნებულ წლიურ ინფლაციაში, 6.9%, საბაზისო ინფლაცია არის 3,4%. რატომ აქვს ამას მნიშვნელობა? საბაზისო ინფლაცია როგორც წესი, ინფლაციის დინამიკის მიმართულებას აჩვენებს, ის არ არის ძალიან შორს ინფლაციის სამიზნე მაჩვენებლისგან.
გარდა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისა, სარეზერვო მოთხოვნებიც იყო შემცირებული, რაც კიდევ ერთი ნაბიჯი იყო იმ მიმართულებით, რომ შემცირდეს გაუფასურებული ლარიდან გამომდინარე ინფლაციაზე არსებული წნეხი”,- განაცხადა კობა გვენეტაძემ.
შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში წლიური ინფლაცია 6,9%-ზე დაფიქსირდა, რაც ეროვნული ბანკის სამიზნე მაჩვენებელს -3%-ს აღემატება. ამასთან, მიმდინარე წელს IMF-მა საქართველოში ინფლაციის პროგნოზს გადახედა და 5.4%-დან 7.2%-მდე გაზარდა.
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?