მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პირობებით გადაეცემა "ბორჯომის" წილი სახელმწიფოს? - დეპუტატის კითხვა პრემიერს

6290c797759bb
მარიამ ვარადაშვილი
27.05.22 16:48
1392

პარლამენტის წევრმა ხათუნა სამნიძემ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხა, რა პირობებითა და რა ვადით გადაეცემა კომპანია “ბორჯომის” აქციები სახელმწიფოს. 

ცნობისთვის: 19 მაისს "IDS ბორჯომმა" ინფორმაცია გაავრცელა, რომ კომპანიის მფლობელი მზადაა, საქართველოს მთავრობას აქციების ნაწილი უსასყიდლოდ გადასცეს. თავის მხრივ, საქართველოს მთავრობაში განაცხადეს, რომ IDS Borjomi-ის აქციების ნაწილის გადაცემის საკითხს ორი უწყება შეისწავლიდა. ჯერჯერობით, გადაცემის დეტალური პირობები საჯარო არაა.

“მოვისმინეთ, რომ “ბორჯომის” მფლობელი კომპანია, რომელიც დასანქცირდა და მუშაობას წყვეტს, მზად არის უსასყიდლოდ გადმოსცეს წილი მთავრობას. ამის შემდეგ არანაირი ინფორმაცია არ მიგვიღია. გაჩნდა ასეთი მოსაზრებები, რომ რადგან სანქცირებული პირების მხრიდან ეს წილები მთავრობას გადაეცა, სანქციებისგან ასე მოხდება თავის არიდება და შემდეგ უკვე ამ მფლობელს დაუბრუნდება, ამიტომ ჩემი კითხვაა - თუ შეიძლება რომ კონკრეტულად გვითხარათ, რა პირობებით, რა პერიოდით [გადმოეცემა წილი] და რა ხდება შემდეგ, როდესაც დასრულდება სანქციების პერიოდი ან თუ გაქვთ ხედვა. თუ შეიძლება, რომ მეტი ინფორმაცია გვითხართ”, - განაცხადა სამნიძემ.

IDS Borjomi International-ის ძირითადი აქციონერია რუსული "ალფა ჯგუფი" (Alfa Finance), რომელიც თავის მხრივ, სანქცირებული რუსი მილიარდერის, მიხაილ ფრიდმანის დაფუძნებულია. "ალფა" ბორჯომის საკონტროლო პაკეტს 2013 წლიდან ფლობს, როდესაც რუსულმა ჰოლდინგმა 60%-იანი წილი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისგან $460 მილიონ დოლარად შეისყიდა.

ამჟამად, IDS Borjomi International-ის 60%-იან წილს "ალფა ჯგუფი"; 40%-იან წილს კი პატარკაციშვილების ოჯახი ფლობს. უშუალოდ კომპანია IDS Borjomi International-ს კვიპროსში რეგისტრირებულ კომპანია Rissa Investments Limited-ი ფლობს, (რომლის აქციონერებიც ალფა ჯგუფი და პატარაკაციშვილების ოჯახი არიან).