მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ღარიბაშვილი - უკრაინის 20% უკვე ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რა მოხდება ხვალ, არავინ იცის

646dc11b95c8d
ინგა მურუსიძე
24.05.23 11:42
991
ძალიან რთული დროა ნამდვილად. ევროპას მსგავსი მასშტაბის გამოწვევა არც უნახავს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ამიტომ, ეს ომი ყველას გვეხება. მაგრამ აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს 2008 წელს ჰქონდა ომი და ჩვენ ზუსტად ვიცით, რას ნიშნავს ომი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა. ღარიბაშვილმა უპასუხა დისკუსიის წამყვანის კითხვას, რომელიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებას შეეხებოდა, რომელმაც თქვა, რომ უკრაინა რუსეთთან ომს ვერ მოიგებს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ომის დაწყების დღიდან 20% უკრაინის ტერიტორიისა არის უკვე ოკუპირებული რუსეთის მიერ, ეს არის დღევანდელი სტატუს-კვო და რა მოხდება ხვალ, არავინ იცის.

„ძალიან რთული დროა ნამდვილად. ევროპას მსგავსი მასშტაბის გამოწვევა არც უნახავს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ამიტომ, ეს ომი ყველას გვეხება. მაგრამ აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს 2008 წელს ჰქონდა ომი და ჩვენ ზუსტად ვიცით, რას ნიშნავს ომი. კითხვაზე რომ გიპასუხოთ გეტყვით შემდეგს, შეგახსენებთ ყველას, რომ ამ ომის დაწყების დღიდან დღეს უკვე ვიცით, რომ 20% უკრაინის ტერიტორიისა არის უკვე ოკუპირებული რუსეთის მიერ. ეს არის დღევანდელი სტატუს-კვო. რა მოხდება ხვალ, არ ვიცი, ვერ ვიტყვი, მემგონი არც არავინ იცის", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

კითხვაზე, რამდენად გასაკვირია, რომ უკრაინამ უკვე ამდენ ხანს გაძლო, პრემიერმა უპასუხა: "მე მგონი, ყველას უკვირს. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ იმის ნიშანს, რომ ეს ომი დასრულდება მალე. ეს არის პრობლემა. მაგრამ აქვე მინდა ვთქვა, რომ ვერ ვხედავთ საკმარის ძალისხმევას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, რომ სწორი ზომები განახორციელონ, რომ სამშვიდობო საუბარი წარიმართოს. ვინ უნდა გადადგას ეს ნაბიჯი. ორივე მხარემ, ყველამ“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები