28.სექტემბერი .2019 15:00

რა პრობლემები აქვთ თურქ ბიზნესმენებს საქართველოში - "ნებართვების მიღება არალოგიკურად ჭიანურდება"

views 840
უკან

ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის ახალარჩეული თავმჯდომარე ოსმან თურანი bm.ge-სთან იმ პრობლემებზე საუბრობს, რომლებიც თურქ ბიზნესმენებს საქართველოში ექმნებათ. გამოწვევების შესახებ თურანმა ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, განსაკუთრებული და მასშტაბური პრობლემები არ არსებობს, თუმცა, არის რიგი ხელისშემშლელი ფაქტორებისა, მათ შორის სასამართლოში გაჭიანურებული დავები და დროში გაწელილი გადაწყვეტილები სხვადასხვა უწყების მხრიდან, რომელიც ნებართვების გაცემასთან არის დაკავშირებული.

„ჩვენს ორგანზიაციას 100-ზე მეტი წევრი ჰყავს. მასშტაბური პრობლემები არ იკვეთება, მაგრამ არის სასამართლო პროცესების გაჭიანურება, რასაც ძალიან ბევრი უჩივის, რომ დროში ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან. ეს საჩივარი მოდის ჩვენთან ინტენსიურად.

ძალიან დიდ პატივს ვცემთ კანონებს, რეგულაციებს, მაგრამ ნებართვების თემა არის დროში ძალიან გაგრძელებული. ბიზნესმენები ჩივიან, რომ ამ ნებართვების მიღება დროში არალოგიკურად გაწელილია.

არის კიდევ სხვა ტიპის მიკროპრობლემები, მაგალითად 10 წელია ადამიანი აქ მუშაობს, ჰყავს დასაქმებული ხალხი და ბინადრობის უფლება ვერ მიიღო’,- აცხადებს ოსმან თურანი.

მისივე თქმით, გარკვეული ინვესტიციების შემოდინება საქართველოში შეაჩერა უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიყიდვის აკრძალვამ. თურანი აცხადებს, რომ საუბარი იყო არა ტრადიციულ, არამედ ინოვაციურ მეურნეობებზე.

„ჩვენი ასოციაციიდან რამდენიმე წევრი გყვავს სოფლის მეურნეობით დაკავებული, მოთხოვნა იყო დიდი, რომ შეეძინათ მიწა. საუბარი იყო არა ტრადიციულ მეურნეობაზე, არამედ ინოვაციური პროდუქტი სურდათ რომ შემოეტანათ. თუმცა, როცა ეს აიკრძალა ეს ხალხი გაჩერდა“,- აცხადებს ოსმან თურანი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა