19.იანვარი .2021 16:10

რა სერვისებზე (არ)მოქმედებს გადახდის აპარატებში სავალდებული რეგისტრაციის წესი?

რა სერვისებზე (არ)მოქმედებს გადახდის აპარატებში სავალდებული რეგისტრაციის წესი?
views 1993
უკან

2021 წლის 15 იანვრიდან სწრაფი გადახდის აპარატებით განხორციელებული გადახდების დროს გადამხდელის სავალდებულო იდენტიფიკაციის მოთხოვნა ამოქმედდა. აღნიშნული განპირობებულია 2019 წელს მიღებული “ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს ახალი კანონის მოთხოვნებით, რომელიც თავის მხრივ ემყარება ევროდირექტივით და FATF-ის 40 რეკომენდაციით გათვალისწინებულ საერთაშორისო სტანდარტებს.

BMG-იმ საკითხის შესახებ განმარტების მიღებისთვის საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართა, სადაც განმარტავენ, რომ ცვლილება პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს უკავშირდება და ის რეგისტრაციის სავალდებულოობას განსაზღვრავს იმ ოპერაციებთან მიმართებით, რომლებიც ფულის გათეთრების მომეტებული რისკების მატარებელია, ხოლო არაერთი კატეგორიის სერვისზე ის არ იმოქმედებს.

ამასთან, სებ-ის ინფორმაციით, ამ ცვლილებების შესახებ სრულად იყვნენ ინფორმირებული საფინანსო სექტორის შესაბამისი წარმომადგენლები. მათ ჰქონდათ გარკვეული ვადა იმისთვის, რომ მოეხდინათ მომხმარებლების ინფორმირება ახალი რეგულაციის 2021 წლიდან ამოქმედების შესახებ და ამასთანავე ეწარმოებინათ საინფორმაციო კამპანია ამ მიმართულებით.

"იდენტიფიკაცია, მიუხედავად თანხის ოდენობისა, საერთოდ არ მოითხოვება აპარატით განხორციელებულ შემდეგ გადახდებზე:

- კომუნალური გადახდები (დენი, წყალი, გაზი, დასუფთავება, ინტერნეტი და ტელეკომუნიკაცია, მობილური ოპერატორები)
- სახელმწიფო ხაზინაში შემავალი გადახდები
- სახელმწიფო საპენსიო ფონდში გადახდები
- სამოქალაქო ტრანსპორტი (მუნიციპალური ტრანსპორტი, ტაქსი, რკინიგზის ბილეთები, ავტობუსის ბილეთები)
- საფოსტო მომსახურება
- განათლება (უმაღლესი სასწავლებლები, სკოლა, ბაგა-ბაღი, საბავშვო წრეები)
- სპორტული გამაჯანსაღებელი წრეები
- მედია/პრესა (გაზეთების და ჟურნალები) გამოწერა
- საყოფაცხოვრებო მომსახურება (ლიფტები, დასუფთავება, დაცვა, მცირეთანხიანი სარემონტო სამუშაოები)
- ჯანდაცვა (სამედიცინო მომსახურების საფასური) და ვეტერინარია (გარდა მედიკამენტებით ვაჭრობისა)
- სავიზო მომსახურების საფასური
- გარკვეული ტიპის დაზღვევა, რომელიც კანონმდებლობით გათავისუფლებულია იდენტიფიკაციის მოთხოვნებისგან.
- დაბალრისკიანი საქონლის შეძენა

აქვე, სწრაფი გადახდის აპარატებით განხორციელებულ ნებისმიერი სხვა ტიპის გადახდებზე მოქმედებს ნულოვანი იდენტიფიკაციის ვალდებულება. შესაბამისად, ეს მოთხოვნა დაწესებულია მხოლოდ იმ ტიპის გადახდებზე, რომელიც შედარებით მომეტებული ML/FT რისკების მატარებელია და საჭიროა, მათი სრულყოფილი მონიტორინგი ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკების მიტიგიციისათვის," - ნათქვამია სებ-ის მიერ BMG-ისთვის გაკეთებულ განმარტებაში.

შესაბამისად, აზარტული თამაშებისთვის, ასევე კრიპტოვალუტების ოპერაციებისთვის რეგისტრაცია სავალდებულოა. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა