მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვის ეკუთვნის შპს "თრეიდ ჰოლდინგი", რომელსაც სებ-მა საქმიანობის ლიცენზია შეუჩერა?

64ba3bcb89451
BM.GE
21.07.23 11:59
2564
სტატიაში საუბარია:
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით, შპს "თრეიდ ჰოლდინგს" (ს/ნ: 416331507) საბროკერო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა.

სებ-ის განცხადების თანახმად, გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი კომპანიის მხრიდან ფასიანი ქაღალდების ბაზრის კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულება გახდა.

საბროკერო კომპანიის ლიცენზიის გაუქმებით, შპს "თრეიდ ჰოლდინგს" აღარ აქვს უფლება განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საბროკერო საქმიანობა, რომელიც განსაზღვრულია "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლით.

ბიზნეს რეესტრის თანახმად, "თრეიდ ჰოლდინგი" 2016 წლის დეკემბერში დაფუძნდა და მისი გენერალური დირექტორი და მთავარი პარტნიორი საქართველოს მოქალაქე ჩაჩიკო გასოევია, კომპანიის აქციონერები ასევე არიან ლუდმილა ამოევი და რამაზ იუსუბოვი.

სებ-ის განცხადებით, ქმედებები, რომლებსაც კომპანია ატარებდა, მისი კლიენტებისთვის მაღალი საფრთხის შემცველი იყო.

"საბროკერო  მომსახურების განხორციელება (რა სახელწოდებასაც არ უნდა ატარებდეს იგი), შესაბამისი ლიცენზიის გარეშე და კანონმდებლობის გვერდის ავლით, წარმოადგენს დანაშაულებრივ ქმედებას და განსაკუთრებით მაღალი რისკის შემცველია როგორც კლიენტებისთვის, ასევე ფასიანი ქაღალდების ბაზრისა და მთლიანად საფინანსო სექტორისთვის.

საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ მსგავს კომპანიებთან და ისარგებლონ მხოლოდ ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბროკერო კომპანიების მომსახურებებით,"- ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები