მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეროვნული ბანკის ნაბიჯები პოლიტიკური მიზანშეწონილობით არის ნაკარნახევი - მიხეილ კუკავა

კუკავა

"სტემსქეილის" მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი მიხეილ კუკავა ეროვნული ბანკის ნაბიჯებს პოლიტიკური მიზანშეწონილობით ნაკარნახევს უწოდებს.

როგორც მან "ანალიტიკასთან" ინტერვიუში აღნიშნა, სებ-ის მიერ რეზერვების ლარის კურსის დასაჭერად ხარჯვა მიუღებელია. მიხეილ კუკავას თქმით, რეზერვების საკითხს Moody's-ი დიდ ყურადღებას აქცევს.

"სებ-ის ნაბიჯები არის პოლიტიკური მიზანშეწონილობითაა ნაკარნახევი დღეს, ალბათ როგორც არასდროს ბოლო 10 წლის მანძილზე. გვახსოვს სებ-ის პოლიტიკური მიზანშეწონილობით მიღებული გადაწყვეტილებები წინა ხელისუფლების დროს, რაც ძალიან ცუდი იყო და შემდეგ გვახსოვს პროფესიული და დამოუკიდებელი მმართველობის 7 წელი ბატონი გვენეტაძის დროს. იგივე რეზერვები, რომელიც შეგვიმცირდა, რეზერვებს ყოველთვის იყენებდა სებ-ი, მათ შორის კობა გვენეტაძემდე, იმისთვის რომ ბაზრისთვის სიგნალი მიეცა და არა კურსი დაეჭირა. ახლა ჩვენ დავინახეთ არადეკლარირებული, თუმცა აშკარა მცდელობა, სებ-ისგან, განსაკუთრებით არჩევნების პერიოდში, რომ დაეჭირა ლარის კურსი, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. რეზერვებს რაც შეეხება ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ Moody's ნამდვილად აქცევს ამას ყურადღებას, მეთოდოლოგიურად ამის წონა არის უფრო მეტი, ვიდრე პოლიტიკური ვითარების.

შთაბეჭდილება მაქვს, რომ ეროვნულ ბანკში დაქირავებული დროებითი მმართველობაა, რომელმაც პოლიტიკური ამოცანა უნდა შეასრულოს და წავიდეს",- განაცხადა მიხეილ კუკავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები