მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

არ არის გამორიცხული, ეროვნული ბანკი მცირე ინტერვენციებს ახორციელებდეს - ლაშა ქავთარაძე

ინფლაცია

Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე არ გამორიცხავს, რომ ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების და ნეგატიური მოლოდინების ფონზე, საქართველოს ეროვნული ბანკი მცირე ინტერვენციებს ახორციელებდეს. მან ახლო აღმოსავლეთის ომის გავლენაზე "საქმიანი დილის" ეთერში ისაუბრა.

ეკონომისტი აღნიშნავს, რომ ლარის მკვეთრი, ნახტომისებური გაუფასურება მოსალოდნელი არაა.

ლაშა ქავთარაძის თქმით, საქართველოს საერთაშორისო რეზერვების დონე იანვარში $6.3 მილიარდი იყო, რაც 5.7%-ით გაიზარდა თვის ჭრილში და თებერვალში $6.7 მილიარდს მიაღწია, ეს კი საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.

"რეზერვები წარმოადგენს ბალიშს მოკლევადიანი შოკების რომ ადვილად იყოს გადავლილი. საკმაოდ კარგად არის გაზრდილი საერთაშორისო რეზერვების დონე და ეს ფაქტობრივად აძლევს ეროვნულ ბანკს იმის საშუალებას, რომ ერთჯერადი შეტევები მაქსიმალურად გაანეიტრალოს. ეს პოზიტიური არის დღევანდელი გადმოსახედიდან როდესაც ირანში არის განვითარებული ეს სიტუაცია და გარკვეული უარყოფითი მოლოდინები ჩნდება. აი ამ მოლოდინების ფონზე არ არის გამორიცხული რომ ეროვნული ბანკი - შეიძლება ამას სტატისტიკაში ვერ ვხედავდეთ და ერთი თვის დაგვიანებით დავინახოთ - რომ გარკვეულწილად მცირე ინტერვენციებს ახორციელებდეს და ამით ანეიტრალებდეს იმ ერთჯერად შეტევებს. ამიტომ ჩვენ წლის განმავლობაში უნდა ველოდოთ რომ გაცვლითი კურსის ნახტომები ისეთი ვერ იქნება როგორიც ეს მაგალითად წინა პერიოდებში იყო და მაგალითად ერთ დღეში დიდი გაუფასურებებს ვღებულობდით. ამის ასე ვთქვათ მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. ის რომ მაგალითად ერთ დღეში ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს - ესეც დავინახეთ გუშინდელი დღიდან გამომდინარე - ნავთობის ფასი გაიზარდა. პროცესები ცვალებადი არის, აუცილებელია დავაკვირდეთ ინფლაცია იქნება, სავალუტო შემოდინებები, გაცვლითი კურსი და ასე შემდეგ - და ამის შემდგომ შევქმნათ საბაზისო სცენარი, რომელიც იქნება რეალისტურთან ახლოს",- ამბობს ლაშა ქავთარაძე.

"იმპორტირებული ინფლაცია დაჩქარდება" - როგორია ახლო აღმოსავლეთის ომის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები