დღეიდან 22:00 საათიდან, 05:00 საათამდე დიდ ქალაქებში გადაადგილებაზე შეზღუდვები ამოქმედდა. რამდენიმე გამონაკლისთან ერთად, მთავრობის მიერ დაწესებული ნორმა არ ეხება მიტანის სერვისებს, რომლებიც სპეციალური საშვებით გადაადგილებას უპრობლემოდ შეძლებენ, თუმცა გარკვეული კითხვის ნიშნებია იმასთან დაკავშირებით, იმუშავებს თუ არა რესტორნების სამზარეულო 22:00 საათის შემდეგ და შესაბამისად, შეძლებენ თუ არა მომხმარებლები შეკვეთების განხორციელებას და მიღებას.
როგორც bm.ge-ს კომპანია Glovo-ში უთხრეს, ამ დროისთვის არანაირი პრობლემა არ აქვთ და კომპანიის 13 000-მდე კურიერმა სპეციალური საშვი უკვე აიღო, მაგრამ ვარაუდობენ, რომ რესტორნების შეკვეთებს ვერ მოემსახურებიან.
„როგორც წინა „ლოქდაუნის“ დროს მოხდა, სამინისტროში გადავგზავნეთ სიები და დაგვიდასტურეს, რომ გადაადგილების პრობლემა არ შეგვეხება. ჯერჯერობით, არც კურიერების რაოდენობაში შევუზღუდივართ და არც სხვა მხრივ. ამ ეტაპზე ყველაფერმა უპრობლემოდ ჩაიარა. ღამე ანუ 22:00 საათის შემდეგ, სავარაუდოდ, ძირითადად სუპერმარკეტებსა და აფთიაქებზე გვექნება მიტანის სერვისი, რადგან 22:00 საათის შემდეგ რესტორნები იკეტება“, - აცხადებენ „გლოვოში“.
რაც შეეხება კომპანის Wolt-ს, მისი გენერალური მენეჯერის ნატალია ხიზანიშვილის თქმით, მათაც კურიერების მონაცემები გადაგზავნილი აქვთ და საშვების დამტკიცებას ელოდებიან, თუმცა ჯერ არ იციან, რომელი ობიექტების მომსახურებას შეძლებენ მიტანის სერვისით.
„კურიერებზე საშვების გაცემაზე მონაცემები გადაგზავნილი გვაქვს, სხვა ინფორმაციას ამ ეტაპზე ვერ მოგაწვდით, რადგან დეტალები არ ვიცით.
ობიექტები ვინ იმუშავებს და ვინ - არა, ეს საკითხი ეკონომიკის სამინისტროსთან წყდება და ყველა თავის თავზე არკვევს. მიტანის სერვისი დაშვებულია, რას მივიტანთ, ეგ არის გასარკვევი - რესტორნებიდან შეკვეთებს მოვემსახურებით თუ სხვა რამეს. იქიდან გამომდინარე, რომ ყველა არკვევს სხვადასხვა მიმართულებით, ჩვენც დამოკიდებული ვართ იმაზე, ვინ გააგრძელებს მუშაობას საღამოს საათებში“, - განმარტა ნატალია ხიზანიშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა