მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შეიცვლება, EU-ში თანხის გადარიცხვებისთვის, SEPA-ში საქართველოს გაწევრიანებით?

631b1cca0c0df
BM.GE
09.09.22 22:37
999
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ “საქმიანი დილის” ეთერში SEPA-ში საქართველოს გაწევრიანების მნიშვნელობაზე და მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრა. 

მისი თქმით, SEPA-ში გაწევრიანების შედეგად, ქართული ბანკები ევროკავშირში ფულად გადახდებს საკორესპონდენციო ბანკების გარეშე განახორციელებენ, რაც საბანკო გადარიცხვებს გააიაფებს.

ირაკლი კოვზანაძის განმარტებით, SEPA-ს სისტემის გამოყენებისთვის, ქართულ ბანკებს შესაბამისი ინვესტიციების განხორციელება მოუწევთ.

“მთლიანად საფინანსო სისტემისთვის მნიშვნელოვანი იქნება ამ სისტემაში გაწევრიანება. ქართულ საბანკო სექტორს, რომელიც პოსტ-საბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი დაწინაურებულია, ეს სისტემა კიდევ უფრო წინ წასვლაში დაეხმარება. ვფიქრობ, რომ გარდაქმნები მოუწევთ იმ ბანკებს, ვისაც სურს შეუერთდეს ამ სქემებს, რათა მასში შესვლის შემდეგ, ბიზნესმა თუ ფიზიკურმა პირებმა აღარ გამოიყენონ შუამავალი საკორესპონდენციო ბანკები, შედეგად გადარიცხვები რამდენჯერმე გაიაფდება.ქართულ ბანკებს მოუწევთ ახალი ტექნოლოგიები შეიძინონ,”- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა SEPA-ში საქართველოს გაწევრიანებისთვის საკანონმდებლო პაკეტები მესამე მოსმენით უკვე მიიღო.