მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემთხვევაში გაძვირდება კვერცხი? - “კუმისის” განმარტება

6342ed91744a6
ლიკა გურაბანიძე
09.10.22 19:44
963
“მომხმარებლებისთვის დაბალი ფასის შეთავაზება გვიჭირს, რადგან ჩვენი კვერცხის ფასი მისი თვითღირებულებიდან გამომდინარე ყოველთვის იმპორტირებულზე მაღალია”, - ამის შესახებ BM.GE-ს “კუმისი”-ს მეფრინველეობის ფაბრიკის დირექტორმა გოგიტა მაისურაძემ განუცხადა.

მისი თქმით, იმპორტირებული ნედლეული დემპინგურ ფასად შემოდის და ეს ადგილობრივ მწარმოებლებს პრობლემას უქმნის.

“იმპორტირებული კვერცხის პრობლემა ქვეყანაში რეალურად ისევ დგას. მეზობელი ქვეყნები, რომლებიც კვერცხს ჭარბი რაოდენობით აწარმოებენ, იმპორტირებულ კვერცხს დემპინგურ ფასში ყიდიან. იმპორტირებულ პროდუქციასთან კონკურენცია, რა თქმა უნდა, შესაძლებელია და ამისთვის ჩვენ ქართველ მომხმარებელს დაბალი ფასი, ასევე ხარისხიანი კვერცხი უნდა შევთავაზოთ. თუმცა ფასის კლება ქართველი მწარმოებლების შემთხვევაში რთულია”, - განმარტა მაისურაძემ.

რაც შეეხება ფასის ცვლილების საკითხს, მაისურაძის თქმით, კომპანია “კუმისში” კვერცხზე ფასი ბოლო 7-8 თვის განმავლობაში არ გაზრდილა.

“ხორბლის მოსავალი აღებულია, ახლა სიმინდის მოსავალი და შემდეგ მზესუმზირის მოსავალი აიღება. ფასები ამ ნედლეულზე გასულ წელთან შედარებით წელს 10-15%-ით გაიზარდა. თუ მთავარი იმპორტირებული საკვები კომპონენტები კიდევ გაძვირდება, კვერცხის ფასს გადავხედავთ”, - აღნიშნა გოგიტა მაისურაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები