მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემთხვევაში მიიღებენ ღვინის კომპანიები სუბსიდიას? - მინისტრის განმარტება

5f06daf3e433c
ვიქტორია მღებრიშვილი
09.07.20 13:18
2579
1 000 ტონაზე მეტი რქაწითელი ან კახური მწვანის გადამუშავება და ყურძნის შესყიდვის მინიმალური ღირებულება 80 თეთრი - მსხვილი ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიები სახელმწიფოსგან 1 კგ ყურძენზე 30 თეთრის სუბსიდიას ამ ორი პირობის გათვალისწინებით მიიღებენ.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო ყურძნის მინიმალურ ფასს აწესებს ყურძნის ხარისხისა და ადგილწარმოშობის ზონების გათვალისწინებით.

„მნიშვნელოვანია საკითხი, რომელიც უკავშირდება სუბსიდირებას და იმ მინიმალური სოციალური გარანტიების შექმნას რომელიც აღელვებდათ ჩვენს ფერმერებს. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ბიუჯეტში გვქონდა გათვალისწინებული გარკვეული რესურსები პანდემიით გამოწვეული პრობლემების დასაძლევად, მათ შორის რთველის ორგანიზებულად ჩატარების კუთხით.

ის მსხვილი კომპანიები რომლებიც შეძლებენ 1000 ტონაზე მეტი რქაწითელის ან კახური მწვანის ყურძნის გადამუშავებას. ეს არის ის მასა, რომელსაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ იქნება ჭარბი და კერძო სექტორი სტიმულირების გარეშე ვერ დააბინავებდა, მიიღებენ - 30 თეთრიან სუბსიდიას იმ შემთხვევაში თუ მათი ფასი იქნება მინიმუმ 80 თეთრი (1 კგ-ზე). ეს ნიშნავს იმას, რომ გარკვეული სოციალური გარანტიები მევენახე ფერმერებისთვის გავაჩინეთ“, - განაცხადა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ სხვა სახეობის ყურძნის მიღების შემთხვევაში სუბსიდირება არ მოხდება.