მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემთხვევაში შეუძლია ერთჯერადად აცრილს ვაქცინის ჩანაცვლება - იმნაძის განმარტება

611649849e072
ვიქტორია მღებრიშვილი
13.08.21 15:30
1112
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის პაატა იმნაძის განმარტებით, პირველი დოზის შემდეგ მძიმედ გამოხატული ალერგიული - ანაფილაქსიური რეაქციის გამო ვაქცინის სხვა წარმოების ვაქცინით ჩანაცვლება ყოველთვის შესაძლებელი იყო. ამის შესახებ მან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამართულ ვებინარზე შესაბამისი კითხვისა საპასუხოდ განაცხადა და განმარტა, რა შემთხვევაში შეიძლება ჩანაცვლდეს ვაქცინა მეორე დოზის გაკეთებისას.

„ვაქცინის ჩანაცვლება ქვეყანაში თავიდანვე შესაძლებელი იყო, ოღონდ აქ საუბარია მძიმე ალერგიულ, ანაფილაქსიურ რეაქციებზე და რა თქმა უნდა იგივე კომპონენტების შემცველი ვაქცინით აცრა არ შეიძლება. განცხადებით მიმართავენ ადამიანები და მათთვის კეთდება ასეთი დაშვება. მაგრამ იმ მიზეზით, რომ ვიღაცას პირველი დოზის გაკეთების შემდეგ თავი ასტკივდა, ვაქცინას ნამდვილად არ ჩავანაცვლებთ“, - განმარტა პაატა იმნაძემ.