მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემთხვევაშია მოსალოდნელი საწვავის 10-15 თეთრით გაიაფება? - განმარტება

632312bc25f0e
ვიქტორია მღებრიშვილი
15.09.22 16:20
769
"სექტემბერში საწვავის ფასი კიდევ უნდა შემცირდეს“ - ასეთია კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელის მოლოდინები საქართველოში საწვევის ფასის ცვლილებასთან დაკავშირებით. განცხადება ირაკლი ლექვინაძემ სააგენტოს მიერ ნავთობროდუქტების იმპორტიორთა დარგის შესწავლის შესახებ საუბრისას გააკეთა. საწვავზე ფასების შემცირების მოლოდინები თვის დასაწყისში მთავრობაშიც ჰქონდათ. BM.GE დაინტერესდა, თუ რა გეგმები აქვს ამ მიმართულებით ბიზნესს და რას უნდა ელოდოს მომხმარებელი.

ნავთოპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვახტანგ იობაშვილი ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ ფასების პროგნოზირება ზოგადად ძალიან რთულია, თუმცა მისი თქმით, დღეს მსოფლიოში ნავთობის ფასის შემცირების გათვალისწინებით, ყველა წინაპირობა არსებობს იმის, რომ ქვეყანაში საწვავი კიდევ უფრო მეტად გაიაფდეს.

„პლატცზე საწვავის ფასი თუ გაიაფდება, ქვეყანაში საწვავის ფასი შეიძლება არა თუ 5 თეთრით, არამედ 10-15 თეთრით გაიაფდეს. ყველაფერი ლონდონისა და ნიუ-იორკის ბირჟებზე არსებულ ნავთობის ფასებზეა დამოკიდებული.

მსოფლიოში თუ სტაბილური მდგომარეობა იქნება, საწვავის ფასი ბუნებრივია დასტაბილურდება. ბიზნესს საწვავის მაღალი ფასი არ აწყობს, რადგან რაც უფრო დაბალი იქნება მისი ფასი, მით უფრო მეტად გაიყიდება.

არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, თუ როგორ მიმდინარეობს პროცესები ნავთობის საერთაშორისო ბაზრებზე, ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასი შემცირების ყველა წინაპირობა არსებობს, თუ კიდევ ახალი გარემოები არ გამოიკვეთა“, - განმარტა ვახტანგ იობაშვილმა.