მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შეზღუდვები შეიძლება დააწესოს მთავრობამ, თუ ინფიცირების ზრდა გაგრძელდა?

5f61ebfa8d5d7
ინგა მურუსიძე
16.09.20 14:45
3272
"შეზღუდვები რაც შეიძლება დავაწესოთ, არ იქნება კარანტინი ან საგანგებო მდგომარეობა", - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერი  კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდაზე ან შემცირებაზეა დამოკიდებული.

„შეზღუდვები, რაც შეიძლება დავაწესოთ, ეს არ იქნება სრული კარანტინი და საგანგებო მდგომარეობა. რაოდენობრივად ინფიცირებულთა ზრდის შემთხვევაში, შეიძლება მოგვიწიოს შეზღუდვების დაწესება და ეს იქნება ღონისძიებები, რაც მობილობის შემცირებას გამოიწვევს. წინასწარ მეტის თქმა არ შემიძლია. ვნახოთ, როგორი მდგომარეობა გვექნება 2-3 დღის შემდეგ“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.