მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უსაფრთხოების ზომებს იღებენ საქართველოს საზღვრებზე - შემოსავლების სამსახურის განცხადება

5e57d74d31e6c
შოთა ტყეშელაშვილი
27.02.20 18:55
881
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა მამუკა ჯანგულაშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით სამინისტროში არსებული პროცედურების შესახებ გამართა ბრიფინგი. მისი თქმით, რისკ ზონებიდან მომავალ პირებს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები დეტალურ შემოწმებას უტარებენ.

“საერთაშორისო პორტებში, აეროპორტებსა და სახმელეთო საბაჟო კონტროლის ზონებში, სანიტარულ, საკარანტინო კონტროლს ახორციელებენ შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირები, რომელთაც აქვთ ზოგადი პროფილის ექიმის, პროფილაქტიკოსის, ექიმი ეპიდემიოლოგის ან ექიმი ჰიგიენისტის კვალიფიკაციას.

მიმდინარე ეტაპზე შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს ევალება რისკ ჯგუფის ქვეყნებში გადაადგილებული ყველა მგზავრის საავტომობილო საშუალების მძღოლის საჭიროების შემთხვევაში ყველა მგზავრის მიმართ სააღრიცხვო ბარათის შევსება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კორონავირუსის გავრცელების რისკების მინიმალიზაციისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისათვის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, დაავადების გამოვლენის შემთხვევაში რეაგირებისათვის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში, ხდება ეპიდემიოლოგების მიერ მგზავრთა ინდივიდუალური მონიტორინგი, რაც გულისხმობს მგზავრთა გასაუბრებას, ტემპერატურის გაზომვას. მაღალი ტემპერატურის გამოხატული კლინიკური ნიშნებისა და საეჭვო გარემოებების გამოვლენისას, ექიმი ეპიდემიოლოგი აფასებს რისკებს და ავსებს მის სააღრიცხვო ბარათს.

პაციენტის საეჭვოდ მიჩნევის შემთხვევაში, მიღებული იქნება გადაწყვეტილება მგზავრის იზოლაციისა და სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაყვანის შესახებ,” - განაცხადა ჯანგულაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 26 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.