მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ვალდებულებები აქვს კერძო სექტორს საგანგებო მდგომარეობის დროს? - განმარტება

5e7a21683ebd6
ვიქტორია მღებრიშვილი
24.03.20 21:15
2007
საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში კერძო მესაკუთრეებს გარკვეული ვალდებულებები ეკისრებათ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი განმარტებით, საგანგებო მდგომარეობით ეკონომიკის სამინისტროს გარკვეული უფლებამოსილება ენიჭება მოსთხოვოს კერძო სექტორს კონკრეტული ქმედებები, კონკრეტულად კი:

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პირველივე მოთხოვნისთანავე, იურიდიული და ფიზიკური პირები ვალდებული არიან - საქართველოს მოქალაქეების საქართველოში ჩამოყვანის და ტვირთის ტრანსპორტირების მიზნით განახორციელონ ჩარტერული ფრენები. უზრუნველყონ შესაბამისი პირებისა და ტვირთების გადაყვანა-გადაზიდვა საკარანტინო ზონებში და დანიშნულების ადგილებში. გამოყონ სასტუმრო და განთავსების მსგავსი საშუალებები ყველა თანმდევი სერვისით სავალდებულო კარანტინის ფარგლებში განთავსებისა და სათანადო პირობების შექმნის მიზნით“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.