მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა წესები უნდა დაიცვან საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყანაში შემოსვლისას? - პასუხი

6013c93b3820f
ინგა მურუსიძე
29.01.21 12:44
1329
როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეს არსებული ნოტამი არ გაგრძელდება და 1 თებერვლიდან რეგულარული ავიამიმოსვლა აღდგება, თუმცა როგორც უცხო ქვეყნის, ისე საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში შემოსვლისას გარკვეული წესების დაცვა მოუწევთ. 

ამ საკითხზე დღევანდელი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დამთავრების შემდეგ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ისაუბრა.

„დღეს არსებული წესის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში შემოდიან ან ნეგატიური PCR ტესტით და 8 დღიან იზოლაციაში გადადიან ან თუ ტესტი არ აქვთ, 12 დღიან თვითიზილაციას ექვემდებარებიან. რაც შეეხება ახალ წესებს, ქართველებს ექნებათ არჩევანის უფლება, შემოვიდნენ ქვეყანაში ნეგატიური PCR ტესტით და ძველებურად 8 დღიან თვითიზოლაციაში გადაინაცვლონ ან თვითიზოლაციის ნაცვლად, მესამე დღეს კიდევ ერთი PCR ტესტი ჩაიტარონ და თვითიზოლაციისგან თავისუფლები იქნებიან; ხოლო იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც შემოსვლისას ნეგატიური ტესტი არ ექნება, 12 დღიანის ნაცვლად, 8 დღიანი თვითიზოლაცია წესდება და ჩვენ ამ ნაწილში მივყვებით ევროპის სტანდარტებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები